დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ჩარევის მეოთხე წლისთავზე მოსკოვის წინააღმდეგ გამოცხადებული ახალი, მასშტაბური სანქციების სიაში, რომელიც, დაახლოებით 300 კომპანიასა და ფიზიკურ პირს შეეხება, აზერბაიჯანელი ტრეიდერებიც მოხვდნენ.

შეზღუდვები დაუწესდა „2Rivers Group“-თან დაკავშირებულ 175 იურიდიულ პირს. Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნული ქსელი დაკავშირებულია აზერბაიჯანელ ტრეიდერებთან – ეტიბარ ეიუბთან და ტაჰირ ყარაევთან, რომლებიც საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობის ასობით მილიონი ბარელის გადაზიდვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

დიდმა ბრიტანეთმა „2Rivers Group“-ს სანქციები უკვე 2024 და 2025 წლებშიც დაუწესა, თუმცა ახალი პაკეტი ქსელთან დაკავშირებული კომპანიების უფრო ფართო წრეს მოიცავს.

ვრცლად: ნეტგაზეთი