საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის აგვისტოში სავალუტო ბაზარზე 555.6 მლნ აშშ დოლარის წმინდა შესყიდვა განახორციელა. შედეგად, ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აგვისტოს მდგომარეობით 8.14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში სებ-ის მიერ განხორციელებულმა ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3.12 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკი განმარტავს, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა. შესაბამისად, როდესაც სავალუტო ბაზარზე ამის შესაძლებლობა არსებობს, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებას ახორციელებს.
კერძოდ, აგვისტოში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად რეზერვები 555.6 მლნ აშშ დოლარით შეავსო.
როგორ იცვლებოდა სებ-ის სავალუტო ინტერვენციები 2026 წელს:
- იანვარი — წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი;თებერვალი — წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი;
- მარტი — წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი;
- აპრილი — წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი;
- მაისი — წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი;
- ივნისი — წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი;
- ივლისი — წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი;
- აგვისტო — წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი.
ეროვნული ბანკის ცნობით, სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებული მონაცემები 2026 წლის 26 ოქტომბერს გამოქვეყნდება.