ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 78.14 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.69 მილიარდი ლარით (2.21%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.66% -ით მეტი). სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.91% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 796.70 მლნ ლარით (1.77%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 892.59 მლნ  ლარით (2.83%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 3.93%-ით). 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის სექტემბრის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.32 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.04%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 22.35 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.60%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 4.63 %-ით მეტი). 

2026 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.77%-ით, ანუ 726.78 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 41.87 მილიარდი ლარი შეადგინა. 

2026 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.54% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.51 პროცენტული პუნქტით).  

ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.