„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს. როგორც კომპანიის დირექტორმა არჩილ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა სს „ლოტუს იმპექტ ფაინენსისა“ და მასთან ერთობლივად მოქმედი აქციონერების შესაფერისობა, რომელიც მიკრობანკი „კრისტალის”  მნიშვნელოვანი წილის შეძენას უკავშირდება.

„კრისტალის ისტორია ქუთაისში დაიწყო, როდესაც აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მცირე მეწარმეებისა და ოჯახებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა გადავწყვიტეთ. ამ ინიციატივიდან ჩამოყალიბდა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც დღეს ათიათასობით მომხმარებელს ემსახურება.

დღეს ჩვენ ვაერთიანებთ გამოცდილებას, კაპიტალსა და ახალ შესაძლებლობებს, რათა კრისტალმა შეინარჩუნოს თავისი უნიკალური მისია და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.გვჯერა, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტები და ჯანსაღი კონკურენცია, რაც მომხმარებლებისთვის მეტ არჩევანსა და უკეთეს მომსახურებას უზრუნველყოფს!“, - წერს არჩილ ბაკურაძე.