საქართველოს ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლიდან ვიგებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიაში ოპტიმიზაციის შედეგად 240 მილიონი ლარი დაიზოგა. საუბარია ფინანსური და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციაზე. 

როგორც სახელმწიფო საწარმოში განმარტავენ, ოპტიმიზაცია შეეხო:

  • ენერგიის შემნახველი ბატარეების პროექტი – დაახლოებით 111 მილიონი ლარი:
  • ქვესადგური „ურბნისის“ მშენებლობა – დაახლოებით 20 მილიონი ლარი;
  • ელექტროგადამცემი ხაზების: „წყალტუბო-ახალციხე“, „ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობა – 25 მილიონ ლარზე მეტი;
  • „ლაჯანური-წყალტუბოს“ პროექტის ცვლილება – 16 მილიონ ლარამდე;
  • ქვესადგური „იდლიანის“ მშენებლობა – 5 მილიონ ლარამდე;
  • ელექტროგადამცემი ხაზი „სტორის“ მშენებლობა – 8 მილიონ ლარზე მეტი.