Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:30 საათისთვის ერთი დოლარი 2.7324 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7404 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 31 ოქტომბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7427 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9810 ლარია.