ამერიკულმა ნავთობკომპანიამ ConocoPhillips-მა მესამე კვარტალში წმინდა მოგება 26%-ით შეამცირა, ხოლო კორექტირებულმა მაჩვენებელმა გადააჭარბა ბაზრის პროგნოზებს.

2024 წლის ივლის-სექტემბერში კომპანიის წმინდა შემოსავალი დაეცა 2,06 მილიარდ დოლარამდე, ანუ 1,76 აშშ დოლარამდე აქციაზე(2,8 მილიარდი დოლარიდ და 2,32 აშშ დოლარით თითო აქციაზე, ერთი წლის წინათ).

კორექტირებული მაჩვენებელი იყო 1,78 აშშ დოლარი თითო აქციაზე, ხოლო FactSet-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა 1,65 დოლარი იწინასწარმეტყველეს.

შემოსავალი შემცირდა 13,6 მილიარდ დოლარამდე 14,87 მილიარდი დოლარიდან. ექსპერტები საშუალოდ 14 მილიარდ დოლარს ელოდნენ.

interfax