Wizz Air-ი ზამთრის სეზონისთვის 44 ახალ მარშრუტს ამატებს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ სეზონზე თავის მგზავრებს 28 მილიონზე მეტ ხელმისაწვდომ ადგილს სთავაზობს, რაც ოპერირების დაწყების დღიდან ზამთრის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

„Wizz Air-ი, ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია მსოფლიოში, 2024- 2025 წლის ზამთრის სეზონს იწყებს განახლებული განრიგითა და 40-ზე მეტი ახალი მარშრუტით მის მრავალფეროვან ქსელში.

ზამთარში Wizz Air-ი დაამატებს ფრენებს იტალიის სალერნოს ახლად გახსნილი აეროპორტის მიმართულებით, ავიაკომპანია უბრუნდება საბაზისო ოპერაციებს კიშინიოვში, მოლდოვაში და ამატებს უნიკალურ მიმართულებებს, როგორიცაა სფინქსი (კაირო) და შარმ ელ შეიხი ეგვიპტეში, მარაკეში მაროკოში, შტუტგარტი გერმანიაში. ზამთრის სეზონზე ავიაკომპანია ამ მიმართულებებით 600-ზე მეტ ფრენას განახორციელებს.

Wizz Air-ი ამ სეზონზე თავის მგზავრებს 28 მილიონზე მეტ ხელმისაწვდომ ადგილს სთავაზობს, რაც ოპერირების დაწყების დღიდან ზამთრის ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რომელიც მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას. მიუხედავად რთული ოპერაციული მდგომარეობისა, 2024 წლის ზაფხულში, ავიაკომპანია აირჩია თითქმის 40 მილიონმა მგზავრმა. ავიაკომპანიამ განახორციელა თითქმის 200 000 ფრენა 99,3%-იანი მაჩვენებლით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ინდუსტრიაში.

გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში, Wizz Air-მა ერთგულ მომხმარებლებს პროდუქციის კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი შესთავაზა. ავიაკომპანია ახლა გთავაზობთ საწევრო პაკეტების განახლებულ პორტფელს, მათ შორის All You Can Fly-ს, WIZZ MultiPass-ს სხვა ბაზრებზე და Wizz Discount Club Premium-ს. მოგზაურებისთვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად Wizz Air-მა ოფიციალურ აპლიკაციაში დაამატა Apple Pay- თა და Google Pay-ით გადახდის ვარიანტები და დანერგა Revolut ბარათები ბორტზე შესყიდვებისთვის.

აღსანიშნავია, რომ Wizz Air-მა შეინარჩუნა ნახშირბადის ემისიების ყველაზე დაბალი ინტენსივობა ინდუსტრიაში, საშუალოდ 52,6 გრამი CO2 თითო მგზავრზე/კილომეტრზე 12 თვის განმავლობაში. Airbus-თან ერთად ავიაკომპანია ანახლებს SAF-ის ოპერაციებს RefuelEU-ის რეგულაციის ამოქმედებამდე, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის იანვარში. Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციის მენეჯერი, ოლივია ჰარანგოზო: „მოხარულები ვართ, რომ ვუახლოვდებით ჩვენს ყველაზე მრავალფეროვან ზამთრის სეზონს და ვთავაზობთ ათობით ახალ მარშრუტს ჩვენს მომხმარებლებს, მათ შორის, ხელახლა ვაკავშირებთ ქუთაისსა და ვროცლავს.  DC1-Internal Data მუდმივად მზარდი უახლესი ფლოტით ვაგრძელებთ ინვესტიციებს ჩვენი საქმიანობისა და მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ასევე ვინარჩუნებთ ინდუსტრიაში მდგრადობის უმაღლეს სტანდარტებს“, - ნათქვამია Wizz Air-ის ინფორმაციაში.