ავტომწარმოებელმა Stellantis NV-მ, რომელიც ჩამოყალიბდა Fiat Chrysler-ისა და PSA Group-ის შერწყმის შედეგად, მესამე კვარტალში შემოსავლების 27%-იანი კლება დააფიქსირა.
ეს გამოწვეულია გაყიდვების შემცირებით „პროდუქტის ხაზის განახლებისა და მარაგების შემცირების გარდამავალი პერიოდის განმავლობაში“, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
Stellantis-ის შემოსავალმა ივლის-სექტემბერში 33 მილიარდი ევრო შეადგინა. ავტომობილების გაყიდვები 20%-ით შემცირდა 1,148 მლნ–მდე. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზი ვარაუდობს, რომ კომპანიის შემოსავალი მესამე კვარტალში იქნება 32,7 მილიარდი.
Stellantis-ის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ოქტომბერში დაასრულა 3 მილიარდი ევროს აქციების გამოსყიდვის პროგრამა. მესამე კვარტალში გამოსყიდვის მოცულობამ 900 მილიონი ევრო შეადგინა.
კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა 2024 წლის პროგნოზი, რომელიც გამოქვეყნდა 30 სექტემბერს. ის ელოდება, რომ შესწორებული საოპერაციო მოგების მარჟა წელს იქნება 5.5-7%, ხოლო ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადები იქნება უარყოფითი (მინუს 5 მილიარდი ევროდან მინუს 10 მილიარდი ევრომდე).