2024 წლის სექტემბერში თბილისში 3,430 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება.
„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,244 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 6%-ით გაიზარდა.
„გასაქირავებელი ფასი $11.4-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით 9%-ით ნაკლებია, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 1%-იანი კლება დაფიქსირდა.
2024 წლის სექტემბერში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.6%-ს გაუტოლდა (-1.6პპ, წ/წ და-0.2პპ, თ/თ).
2024 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 962 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე, რაც 9%-ით ჩამორჩება წინა წლის ამავე პერიოდს.
ბაზრის მოცულობამ $278 მილიონი შეადგინა და წლიურად 23%-ით გაიზარდა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.