თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. აღნიშნული ციფრი 2005 წლიდან - დღემდე ტავ ჯორჯიას მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს 3,808,772 მგზავრით დაფიქსირდა. 2024 წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი, სავარაუდოდ, 4 800 000-ს მიაღწევს.