თორნიკე კვარაცხელიას შესაძენად ბრძოლაში ლონდონის „ჩელსიც“ ჩაერთო – ამ ინფორმაციას TEAMtalk-ი ავრცელებს.

„ამჟამად „დინამო თბილისის“ ფლანგის შემტევის, თორნიკე კვარაცხელიასთვის ბრძოლაში „ჩელსი“ ლიდერობს. ლონდონელების გარდა, ხვიჩა კვარაცხელიას 16 წლის ძმის ტრანსფერით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული.

ნიჭიერი ახალგაზრდა გარემარბის შეძენით, რომელიც „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდში ცოტა ხნის წინ დააწინაურეს, „ჩელსის“ გარდა, „ტოტენჰემი“ და „ბაიერნიც“ არიან დაინტერესებული“, – წერს ინტერნეტ-გამოცემა TEAMtalk-ი.

პირველი არხი