უნგრეთიდან რუსეთის ათ დიპლომატს აძევებენ. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობეს ბუდაპეშტში რუსეთის ელჩს, ევგენი სტანისლავოვს.
„რუსეთის საელჩოს ათი თანამშრომელი უნგრეთში ეწეოდა დიპლომატის სტატუსსა და ვენის კონვენციასთან შეუთავსებელ საქმიანობას. ამის გამო უნგრულმა მხარემ აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა“, – წერს ორბანი.
მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ნიშნავს.
„უნგრეთი აპირებს აუცილებელი დიალოგის გაგრძელებას ურთიერთპატივისცემისა და დადგენილი წესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით“, – განაცხადა ორბანმა.