ღვინო უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მესამე ადგილზეა. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან 214.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინოები გავიდა, რაც 2023 წლის ექსპორტს 10.9%-ით აღემატება. 9 თვეში ქვეყნის საზღვრებს გარეთ ექსპორტზე 73.6 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა.
ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია, რომელსაც ღვინის მთლიან ექსპორტში 68.4% უკავია, ექსპორტი 13.8%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით 85% პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადის.
იანვარ-სექტემბრის პერიოდში უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნები შემდეგია:
- რუსეთი - $146.8 მლნ, 53 660 888 ლიტრი;
- პოლონეთი - $11.1 მლნ, 4 492 796 ლიტრი;
- უკრაინა - $8.8 მლნ, 3 190 528 ლიტრი;
- ყაზახეთი - $8.1 მლნ, 2 472 973 ლიტრი;
- ჩინეთი - $6.6 მლნ, 1 883 070 ლიტრი;
- აშშ - $5.9 მლნ, 994 262 ლიტრი;
- ბელარუსი - $5.1 მლნ, 1 823 685 ლიტრი;
- გერმანია - $4.5 მლნ, 1 011 249 ლიტრი;
- ლატვია - $3 მლნ, 816 106 ლიტრი;
- ლიეტუვა - $1.6 მლნ, 480 362 ლიტრი.