სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა.
საქსტატის მიხედვით, იანვარ–სექტემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7% იყო.
ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ დარგებად დასახელებულია დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს, რომ მიუხედავად გლობალური გაურკვევლობების, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს სტაბილურ ზრდის დინამიკას, რასაც ხელს უწყობს ექსპორტის ზრდა და მომსახურების სექტორის აქტიურობა.
კლების ტენდენციადაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.
 
                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                 
                                                