საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ჯოხაძე პოსტიდან "პირადი განცხადების საფუძველზე" წავიდა. შსს-ს არ დაუკონკრეტებია, აგრძელებს თუ არა ჯოხაძე უწყებაში, სხვა პოზიციაზე მუშაობას.

შსს-ს ცნობითვე, ჯოხაძის შემცვლელი თანამდებობაზე ჯერ არ დანიშნულა.

თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას ლაშა ჯოხაძე 2020 წლის 27 აპრილიდან იკავებდა.