ნავთობის ფასები პარასკევს ეცემა და ზედიზედ მესამე თვეს მინუსში ასრულებენ.

OPEC+-ის ქვეყნების მიერ წარმოების ზრდის ფონზე ჭარბი მიწოდების მოლოდინი ბაზარზე ზეწოლას ახდენს. OPEC+-ის შეხვედრა 2 ნოემბერს არის დაგეგმილი და მედიის ცნობით, ქვეყნები დეკემბერში წარმოების კიდევ ერთი ზომიერი ზრდისკენ იხრებიან. Bloomberg-ის ცნობით, საბაზისო სცენარი ნავთობის წარმოების კვოტების დღეში 137 000 ბარელით გაზრდა იქნება.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 0.3 დოლარით (0.46%-ით) დაეცა და ბარელზე 64.7 დოლარი შეადგინა.

დეკემბრის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.26 აშშ დოლარით (0.43%-ით) დაეცა და ბარელზე 60.31 აშშ დოლარი შეადგინა.

ვრცლად interfax - ზე