NATO-სა და ევროკავშირი ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ახალი თანამშრომლობის ფორმატებს ქმნიან, რასაც მოსკოვი დასავლეთის მხრიდან კავკსასიის რეგიონის რუსეთისგან ჩამოშორების მცდელობად აფასებს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი მსგავსი ტენდენციის შესაჩერებლლად ყველა არსებულ საშუალებას გამოიყენებს.
,,NATO და ევროკავშირი ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საკუთარ დიალოგებსა და თანამშრომლობის სტრუქტურებს აყალიბებენ და დასავლეთი ამ კავშირების გამოყენებას არა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის, არამედ ამ ქვეყნების რუსეთისგან ჩამოშორებისთვის ცდილობს.
ასეთი ტენდენციების აღსაკვეთად ყველა არსებულ საშუალებას გამოვიყენებთ - დიპლომატიურს, პოლიტიკურსა და ეკონომიკურს",- თქვა ლავროვმა.