თბილისი სასაწყობე ფართებით ევროპის შესადარის ქალაქებს ჩამორჩება.
თბილისში სასაწყობე ფართების მიწოდება ბოლო წლებში დაჩქარდა, თუმცა ბაზრის მოცულობა ბევრ შესადარის ევროპულ ქალაქთან შედარებით კვლავ მცირეა.
2025 წელს დედაქალაქში მინიმუმ 2 000 კვადრატული მეტრის ზომის საწყობების საერთო ფართობი დაახლოებით 1.3 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენდა. Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წლისთვის მაჩვენებელი 1.6 მილიონ კვადრატულ მეტრამდე გაიზრდება.
შედარებისთვის, სოფიაში სასაწყობე ფართების მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიონი კვადრატული მეტრია, ვილნიუსში 1.3 მილიონი, რიგაში 1.8 მილიონი, ბელგრადში 3.2 მილიონი, ბუქარესტში კი 3.9 მილიონი.
მხოლოდ საერთო ფართობის შედარება სრულ სურათს არ იძლევა, რადგან ქალაქები მოსახლეობისა და ეკონომიკური მასშტაბით განსხვავდებიან. ერთ სულ მოსახლეზე თბილისში დაახლოებით 1.2 კვადრატული მეტრი სასაწყობე ფართი მოდის. კვლევის მიხედვით, ეს ბევრ შედარებად ქალაქზე დაბალი მაჩვენებელია და ბაზრის ზრდის პოტენციალზე მიუთითებს.