რუსეთის რკინიგზა რუსული საცალო სავაჭრო ქსელებისთვის თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ხილ-ბოსტნეულის სახმელეთო გზით, საქართველოს გავლით, მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის რკინიგზის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ვადიმ მიხაილოვმა, სტამბოლში გამართულ ვერონის ევრაზიულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მიხაილოვის თქმით, მიმდინარე წელს ტვირთების გადაზიდვის ზრდას ხელი შეუწყო „ჩრდილოეთი–სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ტრანსკასპიურმა და დასავლეთის მარშრუტებმა, რომლებზეც გადაზიდვების მოცულობა, შესაბამისად, 19%-ითა და 24%-ით გაიზარდა.
დერეფანი რუსეთს ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან აკავშირებს. მისი სიგრძე სანქტ-პეტერბურგიდან ირანისა და ინდოეთის პორტებამდე 7 000 კილომეტრს აღემატება.