ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მიიღებს მონაწილეობას.
მინისტერიალის მონაწილეები იმსჯელებენ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევასთან დაკავშირებით, ასევე პროექტის სამომავლო ნაბიჯების განსასაზღვრად დეტალურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ანდრას ტოტი და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი კრისტიან ბუსოი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ოთხმხრივი შეთანხმება. დოკუმენტი სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს, რაც ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას შეუწყობს ხელს.
მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ესპანეთი ნატო-ს საშინელი მოკავშირეა, ყველანაირი ვაჭრობა შეწყვიტეთ, მათ შორის, ვიზიტები - დონალდ ტრამპი
შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რა წერია რეზოლუციის პროექტში საქართველოზე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მიიღოს?