აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთთან ყველანაირი ვაჭრობა უნდა შეწყდეს. ამის შესახებ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ესპანეთთან საუბარიც კი არ შეიძლება.

„ესპანეთი ნატო-ს საშინელი მოკავშირეა. ისინი მონაწილეობას არ იღებენ, არ იხდიან თანხას. ესპანეთთან არაფრის კეთება არ მსურს. შეწყვიტეთ ყველანაირი ვაჭრობა მათთან, მათ შორის, ვიზიტები. მათთან საუბარიც კი არ შეიძლება. ისინი უიმედო, ცუდი ადამიანები არიან. ნახავთ, როგორ მოირბენენ ისინი. ისინი მარკ რუტეს საშინლად ექცევიან“, – განაცხადა ტრამპმა