ibis-მა საქართველოში მეშვიდე სასტუმრო ibis Tbilisi City-ი ორთაჭალაში გახსნა.

ibis Tbilisi City მოიცავს 156 თანამედროვე სტილის ნომერს. მათ შორისაა: Premium, Superior, Double, Twin, and Accessible (პრემიუმ, სუპერიორი, ორადგილიანი, წყვილი და ადაპტირებული) ნომრები. სასტუმროში წარმოდგენილია ბარი და რესტორანი MARILI. სასტუმრო მოიცავს ასევე 50 მ2 სპორტდარბაზს.

„ibis Tbilisi City მდებარეობს ქალაქის ღირსშესანიშნაობებით გამორჩეულ უბანში — ორთაჭალაში. მის მიმდებარედ განთავსებულია არაერთი სამთავრობო უწყება. მოსახერხებელი ადგილმდებარეობა სტუმრებს უმარტივებს, როგორც სატრანსპორტო ასევე საფხემავლო წვდომას ისტორიულ, ძველ ქალაქსა და ძირითად სავაჭრო ცენტრებთან, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს როგორც საქმიანი, ისე დასასვენებელი მოგზაურობისთვის.

ibis-ის სასტუმროები მსოფლიო მასშტაბით ცნობილია თანამედროვე დიზაინით, ღია და სტუმართმოყვარე გარემოთი. წელს ibis-ი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს —პირველი სასტუმრო ბრენდი ევროპაში, რომელმაც მაღალი ხარისხი და კომფორტი ხელმისაწვდომი გახადა. 1974 წლიდან ibis‑მა რევოლუცია მოახდინა სტუმარმასპინძლობის სფეროში და შექმნა ყველასთვის ხელმისაწვდომი სამოგზაურო გამოცდილების სტანდარტი. დღესდღეობით, ის ეკონომ კლასის სასტუმროების სექტორში მსოფლიო ლიდერია და წარმოდგენილია 2,600-ზე მეტი სასტუმროთი, თითქმის 300,000 ნომრით და სამი განსხვავებული ბრენდით – ibis, ibis Styles და ibis budget.

ibis Tbilisi City საქართველოს მასშტაბით სიახლეა Accor-ის მზარდ პორტფელში, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე 12 სასტუმროს მოიცავს. სასტუმროს პროექტზე იმუშავა და მართავს არქი ჰოსფითალითი -არქის ჰოლდინგში შემავალი კომპანია. არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, გამოირჩევა საცხოვრებელი კომპლექსების მრავალფეროვანი არჩევანით, მათ შორის 50 დასრულებული და 26 მიმდინარე პროექტით თბილისში, საქართველოს ზღვის და მთის კურორტებზე. არქი ასევე აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებსა და აპარტოტელებს. ibis Tbilisi City არის Accor-ის და არქის-ს პირველი ერთობლივი პროექტი“, - აცხადებენ კომპანიაში.

ალექსის დელაროფი, Accor-ის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი საოპერაციო დირექტორი აღნიშნავს: “სიამაყით მივესალმებით ჩვენს გლობალურ პორტფოლიოში შემავალი, ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ეკონომ კლასის ბრენდის გახსნას თბილისის გულში.  ახალი სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, კომფორტით და ხელმისაწვდომი ფასებით, რაც მას სტუმრებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის “.

ლაშა სილაგაძე, არქი ჰოსფითალითის აღმსრულებელი დირექტორი - ibis Tbilisi City- პროექტი ჩვენ პორტფოლიოში შესანიშნავი სიახლეა, სასტუმრო იდეალურად ერწყმის ქალაქის იერსახეს.  მოხარული ვართ, რომ ამ საინტერესო პროექტზე Accor-თან ერთად ვმუშაობთ.  სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებული ხედვით, ჩვენს სტუმრებს დაუვიწყარი გამოცდილების და შთაბეჭდილებების შექმნას პირდებით".