24 სექტემბერს JAMBO-ს ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ბრენდმა ყავის ახალი ასორტიმენტი წარადგინა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ JAMBO-ს მიერ შერჩეული და ახლად მოხალული ყავა Nikora-ს სუპერმარკეტების ქსელში შეიძინონ — როგორც მარცვლის, ისე დაფქული სახით.
JAMBO ქართულ ბაზარზე 1.5 წლის წინ გამოჩნდა და ამ პერიოდში ყავის ყოველდღიური მოხმარების კულტურაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. ბრენდის ყავის ბოქსები დღეს უკვე 300-ზე მეტ ლოკაციაზეა წარმოდგენილი, ახლა კი JAMBO მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მის მიერ შერჩეული ყავა სახლში მოსამზადებლადაც შეიძინოს. ახლად მოხალული ყავა Nikora-ს სუპერმარკეტებში ხელმისაწვდომია როგორც მარცვლის, ისე დაფქული სახით.

პრეზენტაციაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ JAMBO-ს მიერ ეთიოპიიდან, კოლუმბიიდან და ბრაზილიიდან შერჩეული გამორჩეული ყავის მარცვლები, რომლებიც საქართველოში, JAMBO-ს საწარმოში იხალება. ღონისძიებაზე ყავა 7 განსხვავებული მეთოდით მომზადდა, რამაც სტუმრებს საშუალება მისცა აღმოეჩინათ, როგორ შეიძლება ერთი და იმავე მარცვლის გემო და არომატული პროფილი მომზადების მეთოდის მიხედვით შეიცვალოს.
„JAMBO-მ 1.5 წლის განმავლობაში შეძლო ეჩვენებინა, რომ კარგი ყავა არ არის ფუფუნება — ის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი როგორც ფასით, ისე ლოკაციით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ხარისხიანი ყავა კიდევ უფრო ახლოს ჰქონდეს. ახლა უკვე შესაძლებელია არა მხოლოდ JAMBO-ს ყავის დაგემოვნება ჩვენს ყავის ბოქსებში, არამედ ახლად მოხალული ყავის შეძენა სუპერმარკეტში და სახლში, საკუთარი გემოვნებით მომზადებაც“, — განაცხადა JAMBO-ს გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ.
JAMBO-სთვის სახლში მოსამზადებელი ყავის მიმართულების განვითარება ბრენდის ბუნებრივი გაგრძელებაა. კომპანიის მიზანია, ხარისხიანი და გამორჩეული ყავა ყოველდღიურ არჩევანად აქციოს და მომხმარებელს ის სხვადასხვა ფორმით შესთავაზოს — სწრაფი და ხელმისაწვდომი takeaway გამოცდილებიდან დაწყებული, სახლში მოსამზადებელი ახლად მოხალული ყავით დასრულებული.
ბრენდი განვითარებას განაგრძობს და მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქტებს, ახალ გემოებსა და ყავის განსხვავებულ გამოცდილებებს შესთავაზებს.
JAMBO-ს მთავარი იდეა უცვლელია — კარგი ყავა არ უნდა იყოს ფუფუნება, ის უნდ იყოს ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და ყოველდღიური