ბელგიური გამოცემა La DH წერს, რომ ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, მამუკა ხაზარაძის ოჯახმა ბრიუსელის სენ ჟილის ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა.
როგორც გამოცემა აღწერს, 1906 წელს აშენებული შენობა გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, რომელიც აერთიანებს Art nouveau-ს, Art déco- სა და მავრიტანულ სტილს.
ბელგიური გამოცემის ცნობით, უძველესი თეატრის შენობა ქართულმა ოჯახმა გადაიბარა და მის განახლებას გეგმავს.
„Aegidium ისტორიითა და ემოციებით დატვირთული ადგილია. ჩვენი სურვილია აღვადგინოთ ისე, რომ შევუნარჩუნოთ სული“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
პროექტის დეტალები და განხორციელების ვადები ჯერ დაზუსტებული არ არის. ბელგიურ გამოცემებში აღნიშნულია, რომ ქართული ღონისძიებები ამ შენობაში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იმართებოდა, როდესაც Aegidium-ი ჯერ კიდევ Diamant Palace-ის სახელს ატარებდა.