საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (International Energy Agency, IEA)აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა, განაცხადა, რომ კომერციული ნავთობის გლობალური მარაგი ძალიან სწრაფად მცირდება.
„ვფიქრობ, ისინი (რეზერვები) ძალიან სწრაფად იწურება. ეს რამდენიმე კვირას გაგრძელდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი სწრაფად იკლებს“, - თქვა მან. ბიროლმა ასევე აღნიშნა, რომ სასუქებისა და დიზელის საწვავის ფასების ზრდა მოგზაურობისა და დარგვის სეზონის დაწყებას ემთხვევა.
„ამან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სურსათის ფასებზე და ენერგომატარებლების მაღალ ფასებთან ერთად, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ინფლაციაზე“, - დასძინა მან.