ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, OPEC-მა ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი 2026 წელს დღეში 200 000 ბარელით, 1.2 მილიონ ბარელამდე შეამცირა.
პროგნოზის თანახმად, 2026 წელს ნავთობის მთლიანმა გლობალურმა მოხმარებამ შესაძლოა 106.33 მილიონ ბარელს მიაღწიოს.
პარალელურად, OPEC-ი ბაზრის სამომავლო აღდგენას პროგნოზირებს და მომავალი წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდას მოელის. ახალი პროგნოზის მიხედვით, 2027 წელს გლობალური მოთხოვნა დღე-ღამეში 1.54 მილიონი ბარელით მოიმატებს, რაც წინა მოლოდინს 200 000 ბარელით აღემატება.