იტალიური მოდის სახლი Giorgio Armani, დიზაინერის გარდაცვალების შემდეგ 15%-იანი წილის სამ თანაბარ ნაწილად გაყიდვას განიხილავს. ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ, რომელიც გასული წლის სექტემბერში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, ფრანგული ჯგუფი LVMH და ორი კომერციული პარტნიორი - კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი L'Oreal და EssilorLuxottica - მისთვის სასურველ მყიდველებად დაასახელა.

დამფუძნებლის ანდერძის თანახმად, ჯგუფის აქციების პირველი 15%-ის გაყიდვა მისი გარდაცვალებიდან 12-18 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.