ახალ წინადადებაში აშშ დაეთანხმა ირანულ ნავთობზე სანქციების მოხსნას მოლაპარაკებების განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ირანის მომლაპარაკებელ ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყარომ განმარტა, რომ სანქციების გაუქმება სანქციების დროებით მოხსნას ნიშნავს.
ირანი ამტკიცებს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ყველა სანქციის მოხსნა აშშ-ის ვალდებულებების ნაწილი უნდა იყოს.
თუმცა, შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს სანქციების გაუქმება საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე.
1tv.ge