ამერიკულმა OpenAI-მ მალტის მთავრობასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მალტის ყველა რეზიდენტს ChatGPT Plus სერვისზე წვდომა ექნება, – განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა.
წვდომა ერთი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მალტის მცხოვრებლები დაასრულებენ მალტის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის შესახებ უფასო კურსს. წვდომა ასევე მიენიჭებათ საზღვარგარეთ მცხოვრებ მალტის მოქალაქეებს.
პროგრამა მიმდინარე წლის მაისში დაიწყება.
OpenAI-მ შეთანხმების ფინანსური დეტალები არ გაამჟღავნა.
მალტა მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მსგავს პროგრამას დაიწყებს. ამჟამად, ქვეყანაში 574 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.