2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპორტი 2 439.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 21.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 692.9 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 4.9 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ- აპრილში 3 253.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.