2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 439.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 63.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 73.5 პროცენტით გაიზარდა და 1 551.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 439.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 63.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 73.5 პროცენტით გაიზარდა და 1 551.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2026 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.0 პროცენტი შეადგინა.

ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (247.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (182.7 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (177.0 მლნ. აშშ დოლარი).

2026 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 313.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 20.2 პროცენტს შეადგენს (ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 681%-ია). მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები (ზრდა 133.7%), 225.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 94.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.1 პროცენტი)“, - ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.