დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-09-27 21:00:17

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

 1. ეთნოწმენდა, გენოციდი და ეკონომიკური კოლაფსი - სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

28 წლის წინ სოხუმში, მინისტრთა საბჭოს შენობის სახურავიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სოხუმის მერი და შენობაში დარჩენილი სხვა ქართველები ეთნიკური ნიშნით დახვრიტეს. 300 000 ქართველი კი ასევე ეთნიკური ნიშნით საკუთარი სახლებიდან განდევნეს.

 

 

2. „ნამახვანჰესის“ გარეშე ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება ვერ მოხდება

როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე „კომერსანტთან“ ამბობს, 2030 წლისთვის იგეგმებოდა 1030 მგვტ/სთ განახლებადი ენერგიის წყაროების შეყვანა ექსპლუატაციაში, რისთვისაც აუცილებელი იყო ,,ნამახვანის“ სარეზერვო სიმძლავრეების გამოყენება. შესაბამისად, რადგან ჰესი ვერ აშენდება,  განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით გეგმაც ვერ შესრულდება.

 

 

 3.  საქართველოში 1 მილიონი ადამიანი არ ქმნის დოვლათს

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, 1 მილიონამდე ადამიანი, ეკონომიკურ პროცესებში არ მონაწილეობს. ამ მხრივ სიტუაცია არც 2020 წლამდე იყოს სახარბიელო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ საგრძნობლად დაამძიმა.

 

  

4. სამშენებლო მასალები 17%-ით, ბინები 5-10%-ით გაძვირდა

კომპანია ,,ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ზოგიერთი სამშენებლო მასალა 50-100%-ითაც გაძვირდა, განსაკუთრებით არმატურა და რკინა, რაც გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესის შედეგია.


 

  

5. მთავრობა ვალდებულია მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა გადაავადოს - იურისტი

არსებული მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ, მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადის 1 წლით გადავადების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

 

 

6. პრემიერი „ნამახვანჰესის“ შემდგომ ბედს ერთ თვეში გაარკვევს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის კონტრაქტში იყო ბევრი რამ მიუღებელი და ამის თაობაზე მას ღიად ჰქონდა საუბარი ინვესტორთან.

 

  

7.  ბიზნესი მთავარ პრობლემად ლარის არასტაბილურობას ასახელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG)  შეფასებით, ბიზნესი მთავარ პრობლემად ლარის კურსს მიიჩნევს. კერძოდ, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  2021 წლის მესამე კვარტალში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ კომპანიათა 75% მიიჩნევს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისათვის არსებობს ხელშემშლელი ფაქტორები, რომელთა შორისაც, წინა კვარტლის გამოკითხვის მსგავსად, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ლიდერობს.

 

 

  

8. დეპოზიტებში ფიზიკური პირების ლარიზაციის მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს

დეპოზიტების მოცულობა 1 წელიწადში 13.8%-ით გაიზარდა და 2021 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით  36.3 მლრდ ლარს მიაღწია. ლარიზაციის მაჩვენებელი კი კვლავ 40%-ზე დაბალია.

 

  

9. სებ – დედოლარიზაციის გამკაცრებისთვის საბანკო სისტემა მზადაა

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) არ გამორიცხავს დედოლარიზაციის პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას. მარეგულირებელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია ლარიზაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით ლოგიკურად მიაჩნია. 

 

 

10.  სამგურალი, მეგობრობა, გეოლოგი, იმერეთი - რა ბედი ელის წყალტუბოს ისტორიულ სანატორიუმებს

სამგურალი, მეგობრობა, გეოლოგი, იმერეთი, სინათლე, გელათი, თბილისი, რკინიგზელი, აია, ფილიალი, წყალტუბო / სტალინის აგარაკი, წყალტუბო, მედეა, სავანე, ინტურისტი - ეს ის 15 სანატორიუმია, რომლის შეძენასაც ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აპირებდა.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up