სამგურალი, მეგობრობა, გეოლოგი, იმერეთი - რა ბედი ელის წყალტუბოს ისტორიულ სანატორიუმებს

სამგურალი, მეგობრობა, გეოლოგი, იმერეთი - რა ბედი ელის წყალტუბოს ისტორიულ სანატორიუმებს

access_time2021-09-27 12:00:19

სამგურალი, მეგობრობა, გეოლოგი, იმერეთი, სინათლე, გელათი, თბილისი, რკინიგზელი, აია, ფილიალი, წყალტუბო / სტალინის აგარაკი, წყალტუბო, მედეა, სავანე, ინტურისტი - ეს ის 15 სანატორიუმია, რომლის შეძენასაც ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აპირებდა. თუმცა, ობიექტები ამ დრომდე სახელმწიფოს ბალანსზეა.



ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული 15 სასტუმროს საბაზრო ღირებულება ოფიციალური შეფასებით, 47.5 მილიონი ლარია, თუმცა ქონება, ღია აუქციონზე არც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არ გამოუტანია.



წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის ფარგლებში საპროექტო გუნდმა საინვესტიციო ობიექტების და ტერიტორიების სამომავლო განვითარების პარამეტრების დაადგინა. „კომერსანტი“ მოგიყვებათ, თუ როგორ გადაწყვიტა საპროექტო ჯგუფმა ისტორიული შენობების ბედი.






პირველი სანატორიუმი, რომელზეც მოგიყვებით, „სამგურალია“, რომელიც 1977-1987 წლებში აშენდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 9 სართულიანი, 300 საწოლზე გათვლილი შენობა გვიანი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის ნიმუშია. ის სამი, სხვადასხვა ფუნქციის, ერთმანეთთან ხიდებითა და დახურული გადასასვლელებით დაკავშირებული ლიგელისგან შედგება. ირკვევა, რომ კომპლექსის პირველი ობიექტი სანატორიუმის სასადილო/რესტორანია. ძირითადად ერთსართულიანი, სწორკუთხა, ღია ფერის ქვით მოპირკეთებული შენობა მოდერნისტული არქიტექტურისთვის ჩვეული გეომეტრიულობით, მინიმალიზმით ხასიათდება.




სასადილო/რესტორანი გადასასვლელის მეშვეობით უკავშირდება მის წინ განთავსებული სანატორიუმის ძირითად, ცხრასართულიან ფლიგელს.ორიგინალურად გადაწყვეტილი აივნები, დიდწილად განაპირობებს ამ ფლიგელის სახასიათო სახეს. აივნების და ასევე, ტორცოებზე მოწყობილი შესასვლელების გადაწყვეტა გარკვეულ ასოციაციებს აჩენს ევროპული მოდერნიზმის ცნობილ ობიექტებთან.



დოკუმენტის მიხედვით, მთავარი კორპუსი, ასევე გადასასვლელით უკავშირდება მის წინ, უფრო დაბალ ნიშნულზე  განთავსებულ დიაგნოსტიკურ კორპუსს. სამსართულიანი, L გეგმარების მქონე შენობა  ეზოში ტერასულად განთავსებული ღია გალერეით იხსნება. სამი ფლიგელისგან შექმნილი სანატორიუმი, მისი კუთვნილი ტერიტორიის შედარებით განიერ მონაკვეთზეა განთავსებული. დარჩენილი ვიწრო ზოლი დათმობილი აქვს ეზოს, საიდანაც სამკურნალო-დიაგნოსტიკური და მის უკან განთავსებული მთავარი კორპუსი ერთიან მოცულობად აღიქმება: სამსართულიანი ტერასული მასა, რომელზეც ამოზიდულია ცხრასართულიანი კორპუსი.ობიექტი მისი საინტერესო გეგმარებით, მასების გადანაწილებით, რიტმით, კომპოზიციური ხერხებით, ფასადების გადაწყვეტით, ძალიან საინტერესო ნიმუშია ქართული საბჭოთა მოდერნიზმისა. მიუხედავად ობიექტის მძიმე მდგომარეობისა და არაერთი გადაკეთებისა, არქიტექტურული ჩანაფიქრი მკაფიოდ და ნათლად იკითხება.



პირველად მონაცემებზე დაყრდნობით საპროექტო გუნდის რეკომენდაციები შემდეგია: სანატორიუმის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოდერნიზება აუცილებელია, თუმცა მისი დემონტაჟი, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დაუშვებელია. სასურველია განხორციელდეს მისი რესტავრაცია/რეკონსტრუქცია/“ადაპტაციური განახლება”, რაც საშუალებას იძლევა, ერთი მხრივ, შენობა განახლდეს, მეორე მხრივ კი, შენარჩუნებული იქნას ობიექტის ღირებული მახასიათებლები: გეგმარება, შენობების ურთიერთმიმართება, შენობებს შორის სიმაღლეთა ბალანსი, ფასადების გადაწყვეტა განსაკუთრებით მთავარი და სამკურნალო-დიაგნოსტიკური ფლიგელის. აუცილებელია, შენარჩუნდეს მთავარი კორპუსის ტორცოს საფასადე გადაწყვეტა და ცენტრალური შესასვლელის კომპოზიცია. დაუშვებელია, დიაგნოსტიკურ კორპუსზე დაშენება, რადგან ზემოთ ხსენებული კომპოზიციური ერთობა, რომელსაც ქმნის მთავარი და მის წინ არსებული სამსართულიანი ობიექტი, დიდწილად განპირობებულია ამ უკანასკნელის სიმაღლით. სამკურნალო-დიაგნოსტიკური კორპუსი ზუსტად უტოლდება იმ ნიშნულს, რომლიდანაც მთავარ კორპუსში იწყება ფასადის გალერეებით გახსნა. შესაბამისად, წინხედიდან, სანატორიუმი “სამგურალი” სრულად არის გალერეებით გახსნილი.

 


ჯგუფს დასაშვებად მიაჩნია, უკანა, სასადილო რესტორნის რეკონსტრუქცია, თუმცა საერთო გეგმარების, კონტურისა და სიმაღლის შენარჩუნებით. მათი თქმით, აუცილებელია შენარჩუნებული იყოს კორპუსებს შორის კავშირების გვიანი მოდერნიზმისთვის სახასიათო გადაწყვეტა - ღია და დახურული გადასასვლელები.

 


კვლევის მიხედვით, სანატორიუმი “სამგურალი”-ს შენობაში შეთავაზებულია საცხოვრებელი სახლისა და საშუალო კლასის სასტუმროს განთავსება. შენობას გააჩნია პირდაპირი კავშირი შემოვლით საავტომობილო გზასთან. მათი ინფომრაციით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში დაშვებული იქნება მხოლოდ ელექტრო ტრანსპორტით გადაადგილება, მნიშვნელოვანია მაცხოვრებლებისათვის ამ გარემოებამ არ წარმოქმნას გარკვეული დისკომფორტი. შესაბამისად საცხოვრებელი შენობის განთავსება შემოვლითი გზიდან ადვილად მისაღწევ ტერიტორიაზე, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საცხოვრებელი დანიშნულების შენობისათვის.

 


საპროექტო გუნდს მიაჩნია, რომ არსებული შენობის გეგმარება და ტიპოლოგია, მარტივად იძლევა მისი ადაპტაციის საშუალებას სასტუმრო და საცხოვრებელი ფუნქციისათვის.


ბაჩო ადამია

თეგები:
სამგურალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up