სამშენებლო მასალები 17%-ით, ბინები 5-10%-ით გაძვირდა

სამშენებლო მასალები 17%-ით, ბინები 5-10%-ით გაძვირდა

access_time2021-09-27 15:00:03

სამშენებლო მასალების სიძვირეს მშენებლობის ფასები ვერ ეწევა. მსხვილი დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, სამშენებლო მასალა რეალურად გაცილებით მეტადაა გაძვირებული, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა გადმოსცემს. კერძოდ, კომპანია ,,ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ზოგიერთი სამშენებლო მასალა 50-100%-ითაც გაძვირდა, განსაკუთრებით არმატურა და რკინა, რაც გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესის შედეგია.

 


,,პანდემიამდე 1 ტონა არმატურას 400 დოლარად ვყიდულობდით და ამ ეტაპზე ფასი 1000 დოლარს აჭარბებს, გაძვირდა ყველაფერი, რაც ლოგისტიკას უკავშირდება.  სხვა სამშენებლო მასალების შემთხვევაში, ზრდა 15-25%-ის ფარგლებშია. ეს უკვე გლობალური პრობლემაა, გაძვირდა ყველაფერი, რაც ლოგისტიკას უკავშირდება. ალბათ, იმის გამოც, რომ 2020 წელს გადაზიდვები შეზღუდული იყო, დეფიციტი შეიქმნა და ახლა მოთხოვნის ერთბაშად ზრდამ პროდუქციის მასშტაბური გაძვირება გამოიწვია. შეიძლება, ეს დროებითი მოვლენაა, მაგრამ ერთხელ უკვე გაზრდილი ფასების შემცირება რთული და ხანგძლივი პროცესი იქნება, ასე მარტივად ვერ მოგვარდება პრობლემა“, - ამბობს ჯაყელი.



მისი თქმით, ფასების ზრდის ფონზე უძრავ ქონებას დეველოპერები ვერ აძვირებენ, რადგან მოთხოვნა ისედაც მცირეა და შეიძლება რეალიზაცია მინიმუმამდე დაეცეს.

 


,,ბაზარზე კონკურენცია დიდია,  ასე მარტივად ვერაფერს გავაძვირებთ, ისედაც გვიჭირს გაყიდვა. შევძელით, რომ ფასები  5-10%-ის ფარგლებში დაგვეკორექტირებინა,  ამაზე მეტს ვერ ვაკეთებთ. ამ დროს მშენებლობის ხარჯი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 1 კვ/მ ფართის თვითღირებულება პანდემიამდე თუ 300 დოლარი იყო, უკვე 500 დოლარია. ამან გამოიწვია ის, რომ ბევრი ბიზნესი ახალი პროექტების დაწყებას ვერ ახერხებს.  კოვიდ19-ის მსოალოდნელი მეხუთე ტალღა, ნეგატიური მოლოდინები და სხვა რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს ფასებზე. პრობლემაა დასაქმებასთან დაკავშირებითაც, რადგან არის შემთხვევები, რომ დასაქმებულები ინფიცირდებიან და სამუშაო პროცესს ეთიშებიან, ჩანაცვლება კი კადრების სიმცირის გამო ჭირს. სრული ქაოსია, თითქოს მაგიური წრე შეიკრა, შეიძლება ვიღაცას სამსახური უნდა და ვერ შოულობს, ვიღაცას კადრი უნდა და ვერ აჰყავს“, - ამბობს არჩილ ჯაყელი ,,კომერსანტთან“ საუბარში.




კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ,,ივერონის“ დირექტორი ,,კომერსანტთან“ საუბრობს, იპოთეკურ სესხებზე პროცენტის ზრდაა.



,,საპროცენტო განაკეთები გაიზარდა.  პანდემიამდე იპოთეკური სესხის აღება მოქალაქეებს თუ 8-9%-ად შეეძლოთ, 13-14%-მდე ავიდა.  პირობითად, ყოველთვიურად 1000 ლარს ვინც იხდიდა, 1400 ლარის გადახდა უწევს. ასეთ არანორმალურ პირობებში ყველა თავს არიდებს სახლის ყიდვას, რთული სიტუაციაა. მართალია, ჯერჯერობით კურსი მეტნაკლებად ერთ ნიშნულზეა, მაგრამ გაყიდვების სტიმულირებისთვის ამ ერთი ფაქტორის გავლენა არასაკმარისია“, - დასძენს ჯაყელი.

 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 8.2 პროცენტით გაიზარდა.

 


საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.6 პროცენტიანი მატებით, რამაც 5.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

 


უწყების ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 16.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 17.2 პროცენტიანი ზრდით, რაც 10.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.


მარი ჩიტაია

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up