ბიზნესი მთავარ პრობლემად ლარის არასტაბილურობას ასახელებს

ბიზნესი მთავარ პრობლემად ლარის არასტაბილურობას ასახელებს

access_time2021-09-27 16:00:26

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG)  შეფასებით, ბიზნესი მთავარ პრობლემად ლარის კურსს მიიჩნევს. კერძოდ, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  2021 წლის მესამე კვარტალში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ კომპანიათა 75% მიიჩნევს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისათვის არსებობს ხელშემშლელი ფაქტორები, რომელთა შორისაც, წინა კვარტლის გამოკითხვის მსგავსად, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ლიდერობს.

 


,,ბიზნესის  განწყობა არაა გასაკვირი, რადგან მესამე კვარტალში ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი გამოკითხულთა 55%-ს აქვს. ამავდროულად, გაყიდვებთან და დასაქმებასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინების ფონზე, კომპანიებს შორის, საგრძნობლად არის შემცირებული ლარის გამყარების მოლოდინი. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის, უცხოური ვალუტის შემოდინების გაზრდილი მაჩვენებლების, დოლარის ისტორიულ მინიმუმზე დასული საპროცენტო განაკვეთისა თუ ლარის გამყარების შესაძლო განმაპირობებელი სხვა ფაქტორების არსებობის მიუხედავად, ბიზნესში ლარის გამყარების ტრენდის გრძელვადიანი მოლოდინი არ არის“, - აცხადებენ ასოციაციაში.




როგორც აღმოჩნდა, მეორე ადგილს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს. თუმცა მიმდინარე კვარტალში აღნიშნული ფაქტორის სიმწვავე შემცირებულია, რაც ბიზნესისთვის COVID-19-ით გამოწვეულ შეზღუდვების შემცირებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, COVID-19-ით გამოწვეულ შეზღუდვებს ხელშემშლელ ფაქტორად ორჯერ ნაკლები გამოკითხული კომპანია ასახელებს.



შეზღუდვების გარდა, პანდემიის დაწყების შემდეგ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა მოთხოვნის სიმცირე. აღნიშნულმა პრობლემამ პიკს 2020 წლის ბოლოს მიაღწია, როდესაც დაწესებული შეზღუდვების ფონზე მოთხოვნის სიმცირე ბიზნესის 78%-ისთვის უმთავრეს დაბრკოლებად იქცა. თუმცა, მიმდინარე წელს, აღნიშნული ფაქტორის სიმწვავე ეტაპობრივად მცირდება. მოხსნილი შეზღუდვების, გაზრდილი ტურისტული ნაკადებისა და გააქტიურებული საგარეო ვაჭრობის შედეგად, მოთხოვნის სიმცირე გამოკითხულთა მხოლოდ 34%-ს აწუხებს.



ცნობისთვის,  BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up