საქართველოში 1 მილიონი ადამიანი არ ქმნის დოვლათს

საქართველოში 1 მილიონი ადამიანი არ ქმნის დოვლათს

access_time2021-09-27 14:00:27

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, 1 მილიონამდე ადამიანი, ეკონომიკურ პროცესებში არ მონაწილეობს. ამ მხრივ სიტუაცია არც 2020 წლამდე იყოს სახარბიელო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ საგრძნობლად დაამძიმა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და ეკონომიკურად პასიური ადამიანების რაოდენობა რამდენიმე ათასი ერთეულით შემცირდა, მდგომარეობა რეალურად მძიმე დარჩა.



როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, ეკონომიკის კონიუნქტურის გაუმჯობესებამ 112 000-ით გაზარდა სამუშაო ძალა, რამაც შრომის ბაზარზე გარკვეული პოზიტიური გავლენა მოახდინა. კერძოდ, უმუშევრობა მატულობს, მაგრამ დასაქმებაც 3-ჯერ გაზრდილია.





,,საქართველოს ჰყავს მილიონი მოქალაქე, რომელიც ეკონომიკურად არის არააქტიური. ამაში შედიან 15 წელს ზემოთ ადამიანები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები და არც ეძებენ სამუშაოს. ეს შეიძლება იყოს დიასახლისი, შშმ პირი, სტუდენტები, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ადამიანები, მსახურები, რომლებიც კელია-მონასტრებში ცხოვრობენ, ყაზარმულ მდგომარეობაში მყოფი ჯარისკაცები და სხვა, რომელთა რაოდენობა ჯამში გვაძლევს ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას. 2021 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. ვინც არ ცდილობდა სამუშაოს მოძიებას, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების კვალობაზე, გადაწყვიტეს ეცადათ ბედი და დაიწყეს სამუშაოს ძებნა ანუ გაიზარდა ეკონომიკურად აქტიური მოქალაქეების რაოდენობა არააქტიურთ შემცირების ხარჯზე. პირობითად, თუკი დიასახლისი საშინაო საქმეებით იყო დაკავებული, ახლა ჩათვალა, რომ სამსახურში დაკავდეს ან თავისი ბიზნესი წამოიწყოს. ასეთი მაგალითების ხარჯზე, 112 000-ით გაიზარდა სამუშაო ძალა, აქედან 85 000-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და 27000-ით უმუშევართა რაოდენობა“, - განმარტავს არჩვაძე.


მისი თქმით, დასაქმების ზრდა ეკონომიკის გაჯანსაღებამ გამოიწვია და ტრენდი რომ შენარჩუნდეს, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფილის შეცვლის და რიგ სხვა ღონისძიებებს, რის გავლენითაც გაიზრდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა და შემცირდება არააქტიური.
შრომის ბაზარზე არსებული ვიტარების საილუსტრაციოდ საინტერესოა კვლევა ცოტა ხნის წინ PMC -მა გამოაქვეყნა.

კვლევითი ცენტრი BAG-თან ერთად ყოველკვარტალურ გამოკითხვას ატარებს და დასაქმების ბარომეტრს აქვეყნებს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2021 წლის მესამე კვარტალის მოლოდინები უფრო პოზიტიურია, ვიდრე მეორე კვარტალში დაფიქსირებული ცვლილებები. გამოკითხული კომპანიების 31.4% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის 2021 წლის მესამე კვარტალში, 64.7% ცვლილებას არ გეგმავს, ხოლო შემცირებას მხოლოდ 3.9% აპირებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up