„ნამახვანჰესის“ გარეშე ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება ვერ მოხდება

„ნამახვანჰესის“ გარეშე ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება ვერ მოხდება

access_time2021-09-27 11:00:02

,,ნამახვანჰესის“ მშენებლობის გაჩერება ალტერნატიული, მზისა და ქარის ელექტროსადგურების პროექტებზეც უარყოფითად იმოქმედებს. როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე „კომერსანტთან“ ამბობს, 2030 წლისთვის იგეგმებოდა 1030 მგვტ/სთ განახლებადი ენერგიის წყაროების შეყვანა ექსპლუატაციაში, რისთვისაც აუცილებელი იყო ,,ნამახვანის“ სარეზერვო სიმძლავრეების გამოყენება. შესაბამისად, რადგან ჰესი ვერ აშენდება,  განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით გეგმაც ვერ შესრულდება.

 


,,2025 წლისთვის დაგეგმილი იყო, რომ 350-400 მგვტ განახლებადი ენერგიის წყაროები - მზე და ქარი შესულიყო გენერაციაში. 2030 წლისთვის კი ამ მაჩვენებელს 1200 მგვტ/სთ-ის უნდა მიეღწია, მაგრამ მასშტაბური ჰესის მშენებლობის გაჩერება ამ საკითხსაც პრობლემურს გახდის. არ გვექნება ის სიმძლავრეები, რაც ალტერნატიული ენერგეტიკისსთვის არის საჭირო. არადა, ეს გეგმაც შესრულების გრაფიკიდან უკვე დაძრული იყო. ისედაც 1,5- 2 წლიანი ჩამორჩენა გვაქვს, ახლა კი, ამ ჩამორჩენასთან ერთად, იდეოლოგიურადაც შეიქმნა პრობლემა“, - ამბობს არაბიძე.



ამდენად, როგორც ენერგეტიკოსი ამბობს, მთელი ყურადღება ჰესებზე უნდა გადაგვეტანა,  რადგან ელექტროენერგიის წარმოების ტემპის გაუმჯობესება ადგილობრივი  რესურსების ათვისების გარეშე ვერ მოხდება.


 

,,არ მეგულება ქვეყანა მსოფლიოში, ვისაც ჰიდრორესურსები ჰქონდეს და არ ითვისებდეს. ეს უნდა გახდეს პირველი გადაუდებელი პრიორიტეტი თავის განახლებადი ენერგიის წყაროებთან ერთად. ამდენად, ჰიდრორესუსრების განვითარება, განახლებადი ენერგიიდან - ქარი და მზის ელექტროენერგია მთავარი მიმართულებებია, რაც ასევე ძალიან კარგი და მომგებიანი იქნება. იმისთვის, რო ავაშენოთ, პირობითად, 50 მგვტ-იანი ქარის და მზის ელექტრული სადგური, მინიმუმ, გვჭირდება ე.წ. სარეზერვო სიმძლავრე, რათა სისტემაში პრობლემა არ შეგვექმნას. ამისთვის მინიმალურად საჭიროა მზის ენერგიისთვის სადღაც 40-45% სიმძლავრე, რის შესაძლებლობასაც წყალსაცავიანი ჰიდროსადგურები იძლევიან. სხვა რეზერვი დღესდღეობით არ გვაქვს, რადგან საქართველო არ არის გლობალურ ქსელში ჩართული“, - აღნიშნავს ენერგეტიკოსი.


 


კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ჰესებს დიდი უპირატესობა აქვთ, ალტერნატიული წყაროებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა, რაც საქართველოს შემთხვევაში, საკმაოდ რთულად განხორციელებადია.



,,იმისთვის, რომ მზე და ქარი შეიყვანო სისტემაში და ააშენო, მათ ისევე სჭირდება ფართობი, როგორც ამას ჰესების ინფრასტრუქტურა მოითხოვს. ქარის შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე, რადგან ქარი ყველგან არ ქრის. აქედან გამომდინარე, ფართობები გვჭირდება, არცთუ მცირე. 1 მგვტ ქარის ენერგია რომ შეიყვანო ექსპლუატაციაში 2 ჰა ფართობია საჭირო, რაც ასევე პრობლემატურია, მით უმეტეს, როცა ქვეყანა მცირემიწიანია“,  - განმარტავს ენერგეტიკოსი ,,კომერსანტთან“ საუბარში.



შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში ალტერნატიული ენერგიის მხოლოდ ერთი - 21-მეგავატიანი გორის ქარის ელექტროსადგური მოქმედებს, რომელიც სახელმწიფოს მიერ EBRD-ისგან აღებული სესხით აშენდა და 2016 წლის დეკემბერში ჩაერთო ქსელში. 



საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 20 მზის და ქარის ელექტროსადგურის პოტენციალი არის შეფასებული. ამ სადგურების მშენებლობა პირობითად მომდევნო 10 წლის განმავლობაში არის განსაზღვრული.



სახელმწიფო ელექტროსისტემის დოკუმენტის თანახმად, ამ ელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება 1257 მეგავატ საათი უნდა იყოს - შედარებისთვის ეს ელექტროენერგია თითქმის ენგურჰესის გამომუშავების ტოლია, თუმცა მისი სპეციფიკის გამო, მაგალითად, მზის სადგური მხოლოდ - დღისით, ქარის სადგური კი მხოლოდ შესაბამისი კლიმატური პირობების დროს იქნება მოქმედი.

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up