დეპოზიტებში ფიზიკური პირების ლარიზაციის მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს

დეპოზიტებში ფიზიკური პირების ლარიზაციის მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს

access_time2021-09-27 14:00:54

დეპოზიტების მოცულობა 1 წელიწადში 13.8%-ით გაიზარდა და 2021 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით  36.3 მლრდ ლარს მიაღწია. ლარიზაციის მაჩვენებელი კი კვლავ 40%-ზე დაბალია. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი მხოლოდ 15%-ს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


თუ მიმდინარე ანგარიშებში ლარიზაციის წილი 55%-ს აღწევს, ხოლო 1 თვემდე ვადის ანაბრებში 94%-ს, 1 წლიან დეპოზიტებში მისი წილი 35%-მდე მცირდება.


დეპოზიტებზე საშულო შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1 წელიწადში 0.1 პროცენტული პუნქტით 6.4%-მდე შემცირდა, თუმცა იმავე პერიოდში ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი 2.1%-ით 10.4%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე კი პირიქით 2.8-დან 0.9 პროცენტამდე შემცირდა.



ლარიზაციის მაჩვენებელი ფიზიკურ პირებში გაცილებით დაბალია და ის 15%-ს შეადგენს, რისგ გამოც ფიზიკური და იურიდიული პირების ანაბრებს განსხვავებული საპროცენტო სარგებელი ერიცხებათ. იურიდიული პირებისთვის ლარსი განთავსებულ ვადიან ანაბარზე სარგებელი 10%-ს შეადგენს, ფიზიკური პირებისთვის - 11.3%-ს, ამის საპირისპიროდ, უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე იურიდიულ პირებს 1.6% ერიცხებათ და ფიზიკურ პირებს მხოლოდ 0.8%. დიდ ბანკებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია და ევროში საერთოდ ნულდება.


ფიზიკური პირების უმრავლესობისთვის 13.4-ჯერ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი ლარის მოსალოდნელი უფრო მკვეთრი გაუფასურების შიშით არჩევანის გაკეთებისას გადამწყვეტი ფაქტორი არ აღმოჩნდა. მათ მაღალ რისკსა და შესაძლო მეტ მოგებას, მეტი სტაბილურობა ამჯობინეს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up