მთავრობა ვალდებულია მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა გადაავადოს - იურისტი

მთავრობა ვალდებულია მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა გადაავადოს - იურისტი

access_time2021-09-27 13:00:54

მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშგების ახლებურად წარდგენა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდეა სავალდებულო. ამ კატეგორიის კომპანიებს ახალი სტანდარტის შესაბამისად ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება თავდაპირველად 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე ჰქონდათ, თუმცა 2 წლით გადავადდა. ანგარიშგების არწარდგენის შემთხვევაში ისინი 500 ლარით დაჯარიმდებოდნენ, რაც შემდეგი დარღვევის შემთხვევაში გაორმაგდებ.


არსებული მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ, მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადის 1 წლით გადავადების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.







მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის მოვითხოვთ კიდევ ერთი წლით, 2022 წლის 1–ელ ოქტომბრამდე იქნეს გადავადებული ამგვარი ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება. ეს პერიოდი თავის მხრივ საკმაოდ დაეხმარება ბიზნესს, როგორმე ჯერ წამოდგეს ფეხზე და შემდგომში უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგებისათვის ჯეროვანი მომზადება. საუბარია მე-4 კატეგორიის საწარმოებზე, რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში მცირე ზომის მარკეტები, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, საცხობები და ა. შ. იმგვარი ტიპის საწარმოები წარმოადგენენ, რომლებისთვისაც კიდევ დამატებითი რაიმე ხარჯი, ან თუნდაც დამატებითი ჯარიმის გადახდა ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ უნდა გააჩეროს საქმიანობა, რაც, თავის მხრივ, არ უნდა იყოს ქვეყნისთვის მომგებიანი“, - აღნიშნულია პეტიციაში.





კანონის მიხედვთ, მეოთხე კატეგორიის საწარმო [კომპანია] არის ის სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება; საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.


რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ მთავრობა ისევ მოახდენს გადავადებას, ოთხიდან რომელი კატეგორიის საწარმოებისთვის წარმოადგენს უფრო მეტ პრობლემას ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკი ახდენს თუ არა ფინანსური ანგარიშგებების კონსოლიდირებულ ანალიზს, ამ საკითხებზე „კომერსანტთან“ იურისტმა, ანალიტიკოსმა, ლობისტმა და კომპანია „ავალი ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი ავალიშვილმა ისაუბრა.


„მთავრობა ვალდებულია მე-4 კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა გადაავადოს, რადგან პანდემიის შემდეგ ბიზნესს სჭირდება მუხტი, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რაც მეტ შეღავათს მისცემ სახელმწიფო ბიზნესს და არა მარტო მეოთხე კატეგორიას, არამედ სხვებსაც, უფრო კარგად დაუბრუნდება, მითუმეტეს ამ პანდემიურ პერიოდში.


ამ ანგარიშგების წარდგენა მე-4 კატეგორიისთვის უფრო რთულია, რადგან მას კვალიფიციური მუშახელი ნალებად ჰყავს, ის ახალდაბადებული ბავშვივითაა და ხელშეწყობა სჭირდება, დანარჩენი კატაგორიები ასე თუ ისე მყარად დგას.



სანდო ფინანსური ანგარიშგებების არსებობა, კომპანიას წესრიგში ამყოფებს, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. მომხრე ვარ გონივრული რეგულაციების, მართალია ბიზნესს გარკვეულ თავისუფლებას უკარგავს, მაგრამ ამყოფებს ფორმაში. კარგი ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად მარტო აუდიტორული კომპანიის შერჩევა არ არის მნიშვნელოვანი, აუცილებელია შიგნით, გუნდში გყავდეს კვალიფიციური კადრები, აქედან გამომდინარე ეს რეგულაცია ბიზნესს აიძულებს, რომ იყოს ფორმაში. შედარებით უარყოფითი არის ის, რომ ბიზნესს თავისუფლებას უზღუდავს და უზრდის ხარჯს, თუმცა ცალსახაა, რომ ეს კანონი კარგია, რადგან ხარჯი უნდა გაიღო იმისთვის რომ განვითარდე“, - აღნიშნა ავალიშვილმა.





გიორგი ავალიშვილი ამბობს, რომ აუდიტის სფერო საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც საწარმოთა კატეგორიზაცია განხორციელდა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენა გახდა სავალდებულო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკი უნდა ახდენდეს ფინანსური ანგარიშგებების კონსოლიდირებულ ანალიზს და შესაბამისად იყენებდეს ამ ინფორმაციას ეკონომიკის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავებისას, თუმცა ამის სათანადოდ გამოყენება არ ხდება.


„როგორც კი ეს რეგულაცია შემოვიდა, გაიზარდა აუდიტორული კომპანიების რაოდენობა და მათი როლი, მაგრამ ის ამას სათანადოდ მომზადებული ვერ დახვდა, მას დრო სჭირდება, მათ შორის კადრების ნაკლებობა შეიქმნა, რადგან უცებ დიდი ბაზარი გაჩნდა.


რაც შეეხება ფინანსური ანგარიშგებების ანალიზს, ეს საქართველოს მთავრობას დაეხმარება ეკონომიკური პოლიტიკის უკეთ დალაგებაში, ამიტომ კონსოლიდირებულ ანალიზს უნდა აკეთებდნენ, მაგრამ იყენებს თუ არა ამ ინფორმაციას ეკონომიკის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავებისას, ამაზე პასუხი არ მაქვს. ვფიქრობ, ამის სათანადოდ გამოყენება ქვეყანაში არ ხდება“, - განმარტავს გიორგი ავალიშვილი.





აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილესმა კომპანიებმა საკუთარი ფინანსური ანგარიშგებები საჯაროდ ხელმისაწვდომი პირველად 2018 წლის ბოლოს გახადეს. რეფორმა თავდაპირველად პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებს, ასევე საჯარო დაინტერესების პირებს (სდპ) შეეხოთ. ჯამში 2017 წლის ანგარიშგებები დაახლოებით 700-მდე კომპანიამ წარადგინა.


კომპანიებს კატეგორიები შემდეგი კრიტერიუმებით ენიჭება:


პირველი კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.


მეორე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:


ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.


მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი*, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:


ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.


მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება. 


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up