დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-09-16 21:00:54

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:

 

1.       როგორი იქნება მომდევნო პანდემია – ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორის საინტერესო ხედვები

ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა. გაგვიმართლა როგორც ლეტალობის, ისე იმ თვალსაზრისით, რომ ვირუსი ბავშვებს თითქმის არ შეხებია. ბუნებაში და ლაბორატორიებში გაცილებით საშიში ვირუსებიც არსებობს.

 

2. კომერსანტის ექსკლუზივი: წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია. კურორტის მასშტაბური განვითარების იდეის დაანონსებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დოკუმენტი მზადაა.  „კომერსანტი“ გაგაცნობთ, როგორია ქალაქის განვითარების კონცეფცია და ფუნქციური გამრავალფეროვნების გეგმა.

 

 

3. „ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს

„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას კახეთის რეგიონში სასტუმროების მიმართულებით კონკურენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ რეგიონში არსებულ სასტუმროებთან შედარებით ბევრად დიდი ობიექტია და მათ კონკურენტად თავს არ განიხილავს.

 

4. „თოლიას“  გაყიდვები პანდემიურ პერიოდში  12%-ით გაიზარდა


როგორც  კომპანია „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერი სანდრო ლომთაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, მიმდინარე სეზონზე, 2020–ის ზაფხულთან შედარებით, დაახლოებით 12%-ით მოიმატა ,,თოლიას“ გაყიდვებმა.

 

5. „მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს

იმ შემთხვევაში, თუ სტუმართ-მასპინძლობის სექტორი კოვიდ-სტატუსის დასადგენად შექმნილ სპეციალური აპლიკაციას წარმატებით გამოიყენებს და რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ, სწრაფი და PCR ტესტის მქონე მომხმარებლებს მიიღებს, ობიექტი დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდება.

 

6. დასაქმებულთა 75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია

საქართველოში დასაქმებული მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, თითქმის 75%-ს, იმაზე ბევრად ნაკლები შრომის ანაზღაურება აქვს, ვიდრე საშუალო ხელფასის ოფიციალური მაჩვენებელია ქვეყანაში.

 

7. ევროკავშირი უკრაინას 600 მლნ ევროს გამოუყოფს – ბელარუსის სახელმწიფო ბანკებს ევროპაში ანგარიშები დაუხურეს

ბელარუსის ლიდერის მიერ Ryanair–ის ავიარეისების მინსკში იძულებით დაშვებისა და რეპრესიების საპასუხოდ ევროკავშირმა და ამერიკამ პირველი სისტემური დარტყმა ქვეყნის საბანკო სექტორზე მიიტანა.

 

8. ყველაზე მეტად საქართველოში აგრარული პროდუქცია ძვირდება

ქართულ დახლებზე ერთ-ერთი ყველაზე ,,ცხელი პერიოდია“ – როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სოფლის მეურნეობის პროდუქტი ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა. უმეტესწილად, ამის მიზეზად გლობალური ფაქტორი მიიჩნევა - ფასების გაუაზრებელი ზრდის ტენდენცია, რასაც საქართველოს შემთხვევაში ამა თუ იმ პროდუქტის დეფიციტიც განაპირობებს.

 

9.   The Telegraph: „გაზპრომი“ ევროპაზე ზეწოლას აძლიერებს

რუსეთმა, რომელსაც ახალი გაზსადენის ამუშავება თავისი პირობებით სურს, გაზის მიწოდება ევროპაში შეამცირა, პარალელურად გათხევადებული გაზის დიდი ნაკადები აზიაში, განსაკუთრებით ჩინეთში მიემართება.

 

10.  The Wall Street Journal: რა უნდა გაითვალისწინოთ უცხოეთში გამგზავრების წინ?

მოგზაურობა დღეს ბევრ სერიოზულ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, ამიტომაც, სანამ სადღაც გაემგზავრებით, დეტალურად შეისწავლეთ კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნები - წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა უკან დაბრუნება მოგიწიოთ, თანაც საკუთარი ხარჯით.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up