„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს

access_time2021-09-16 13:00:41

ბიზნესისა და სახელმწიფოს მოლაპარაკებები კოვიდ 19–ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ ეტაპზე გადადის. „მწვანე ზონების“ შექმნის ინიციატივით შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რესტორატორებს შეხვდა. იმ შემთხვევაში, თუ სტუმართ-მასპინძლობის სექტორი კოვიდ-სტატუსის დასადგენად შექმნილ სპეციალური აპლიკაციას წარმატებით გამოიყენებს და რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ, სწრაფი და PCR ტესტის მქონე მომხმარებლებს მიიღებს, ობიექტი დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდება.

 


საკითხზე „კომერსანტის დილაში“ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა. იგი ამბობს, რომ თუ საკოორდინაციო საბჭო „მწვანე ზონების“ შემქმნელი რესტორნებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს, ბევრი რესტორანი და კაფე-ბარი უსაფრთხო სივრცეების შექმნას მარტივად გადაწყვეტს.

 


„იდეა, რომ რესტორნებში მწვანე ზონა უნდა შეიქმნას, დღეს სალაპარაკო არ უნდა იყოს. საზოგადოების ნაწილს აქვს აზრი, რომ კორონავირუსი რაღაც პერიოდის შემდეგ გაქრება. რეალურად, პრობლემა შეიძლება წლები გაგრძელდეს და ჩვენ წრეზე ვიტრიალებთ იქამდე, სანამ საზოგადოება დაავადებას ჯანმრთელად არ შეხვდება. ჯანმრთელად შეხვედრაში ვგულისხმობ ვაქცინაციას. სახელმწიფოს სარესტორნო სფეროს მიმართ აქვს შეთავაზება, რომ რესტორნებმა არაინფიცირებული სტუმრები მიიღონ და უსაფრთხო ზონა შექმნან, რა დროსაც მისული სტუმარიც და დამხვედრიც იქნება ვაქცინირებული, ან ბოლო 72 საათში ექნება PCR ტესტი გაკეთებული, ან ბოლო 24 საათში ექნება სწრაფი ტესტი გაკეთებული. ეს არის ძალიან ჯანსაღი იდეა, ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს წავიდეს თუ არა სადმე დასასვენებლად. თუმცა, მწვანე ზონას მარტო დადებითი მხარეები რომ ჰქონდეს აქამდეც შეიქმნებოდა. რამდენიმე ბიზნეს ოპერატორმა ეს უკვე განახორციელა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ წამოწყებას ბიზნესი აჰყვეს ის რეგულაციები რომელიც დღესდღეობით არსებობს უნდა მოიხსნას. 10 საათამდე კი არ უნდა იყოს სამუშაო საათები, არამედ იქამდე, სადამდეც ბიზნეს ოპერატორი გადაწყვეტს. მაგიდასთან განსაზღვრული ადამიანების რაოდენობის შეზღუდვაც უნდა მოიხსნას. მწვანე ზონების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება იმ ივენთების ჩატარება, რომელიც აკრძალულია, ქორწილების შემთხვევაში სწორი აღწერით, სტუმრების დათვლით, სახელით და გვარებით ღონისძიებას ჩავატარებთ“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

 



რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „მწვანე ზონის“ შექმნის პარალელურად რესტორნები სტუმრების ნაწილს დაკარგავენ, სწორედ ამიტომ სექტორი საშემოსავლო გადასახადის დროებით გაუქმებას ითხოვს.

 


„შედარებით სკეპტიკურად იქნა აღქმული შეთავაზება, რომ ბიზნესი რამდენიმე თვით გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან, რათა ჰქონდეს დამატებით ბიძგი ამ რთულ ვითარებაში. რეალურად მწვანე ზონის შექმნის გამო სტუმრების გარკვეულ რაოდენობას ჩვენ დავკარგავთ, რადგან დღეს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 25 %-ია აცრილი. ამის პრეცედენტი ჩვენ უკვე გვქონდა, როდესაც სარესტორნო ბიზნესზე დიდი ზეწოლა იყო“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

 


შოთა ბურჯანაძე გვიყვება, რომ ბევრი ქვეყნისთვის საქართველო წითელი ზონაა, მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ძალიან ბევრმა ტურისტმა ჯავშანი გააუქმა. რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში მრავლად იქნება მწვანე ზონები საქართველო ტურისტების მიღებას ისევ შეძლებს. როგორც ბურჯანაძე აცხადებს ახალი ინიციატივებზე საკოორდინაციო საბჭოს უახლოესი შეხვედრაზე იმსჯელებს.

 

ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up