ევროკავშირი უკრაინას 600 მლნ ევროს გამოუყოფს – ბელარუსის სახელმწიფო ბანკებს კი ანგარიშები დაუხურეს

ევროკავშირი უკრაინას 600 მლნ ევროს გამოუყოფს – ბელარუსის სახელმწიფო ბანკებს კი ანგარიშები დაუხურეს

access_time2021-09-16 15:00:19

ბელარუსის ლიდერის მიერ Ryanair–ის ავიარეისების მინსკში იძულებით დაშვებისა და რეპრესიების საპასუხოდ ევროკავშირმა და ამერიკამ პირველი სისტემური დარტყმა ქვეყნის საბანკო სექტორზე მიიტანა. „ბანკები და ფინანსები“ გამოცემა finanz–ზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპულმა ბანკებმა ბელარუსის მთავრობის დოლარში და ევროში გახსნილი ანგარიშების მასობრივი დახურვა დაიწყეს.



გამოცემის ცნობით, გასულ კვირაში Belarusbank, Belinvestbank და Belagroprombank–ისთვის ანგარიშები დახურა Deutcsche Bank–მა. Belagroprombank-ს, სამი ბანკიდან ერთ-ერთს, რომელსაც ევროკავშირის სანქციები შეეხო, არამხოლოდ Deutsche Bank-თან, არამედ ყველა ევროპელ კოლეგასთან, მათ შორის გერმანიის Commerzbank–თან, DZ Bank–თან, Italian Unione di Banche Italiane-სთან და პოლონურ PKO Bank-თანაც დაეხურა ანგარიშები.



გარდა ამისა, რუსულმა სახელმწიფო კომპანიებმაც კი, მათ შორის “სბერბანკმა”, “ვითიბი ბანკმა” და Rosselkhozbank-მა, უარი თქვეს Belagroprombank-თან სავალუტო ოპერაციებზე. მსგავს სიტუაციაში არიან Belinvestbank და Belagroprombank-იც.



გლობალური სისტემური იზოლაცია უკვე აისახა ბელარუსულ ბიზნესზე. ვალუტის მოძრაობა ტექნიკურად შესაძლებელია მცირე ბელარუსული და მარგინალური რუსული ბანკების სახით, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ართულებს არსებული კონტრაქტების შესრულებას და საფრთხეს უქმნის ახლების დადებას, რადგან პროცესი საკმაოდ ჭიანურდება დროში, რაც ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება.




ალექსანდრ ლუკაშენკომ, ევროკავშირის გადაწყვეტილების კომენტირებისას თქვა, რომ სანქციები „უმწეობას“ ნიშნავს და „ნაძირალებს საზღვრის მეორე მხარეს“ ამის პრაქტიკაში დამტკიცება მოუწოდა.



დიდი ალბათობით, ბელარუსის ხელისუფლების მისამართით სანქციები გაფართოვდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ სისრულეში მოიყვანა თავისი მუქარა და ევროკავშირის ქვეყნებს აზიელი მიგრანტების დიდი ტალღა შეასია.


უკრაინა ოქტომბერში მიიღებს 600 მლნ ევროს


რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ბელარუსის უშუალო მეზობელ უკრაინასთან, რომელსაც რუუსეთთა ფაქტობრივი საომარი მდგომარეობის პირობებში, დემოკრატიული რეფორმებისთვისაც რჩება დრო. 



ამასობაში, ევროკომისიამ უკრაინისთვის მაკროსაფინანსო დახმარების ფარგლებში 600 მლნ ევროს მოცულობის მეორე ტრანშის გამოყოფა შეათანხმა. ამის შესახებ გერმანული DW–ს ჟურნალისტს ოთხშაბათს, 15 სექტემბერს ევროკომისიის პრეს–სამსახურში აცნობეს. აქვე დააზუსტეს, რომ ეს გადაწყვეტილება 13 სექტემბერს მიიღეს.



„ეს გადაწყვეტილება უკრაინის მიერ ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმში გაწერილი პირობების შესრულების მაღალ შეფასებას მოჰყვა. უკრაინამ ასევე კარგი შეფასება მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამების შესრულებაში. როგორც მოსალოდნელია, აღნიშნულ ტრანშს უკრაინა 2021 წლის ოქტომბერში მიიღებს“, – განაცხადეს ევროკომისიაში.



უკრაინას ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების საგანგებო პროგრამაზე წვდომის ვადა 14 სექტემბერს ამოეწურა. ამ დახმარების საერთო მოცულობა 1,2 მლრდ ევროს შეადგენს. ამ თანხის მეორე ნახევრის მისაღებად უკრაინას რიგი კონკრეტული პირობებისა უნდა შეესრულებინა, რომელთა შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სასამართლო რეფორმა ატარებდა.



მაკროფინანსური დახმარება არის კრედიტები, რომლებსაც ევროკავშირი ხელსაყრელი პირობებით გასცემს მეზობელ ქვეყნებზე, მათი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში. ვალის დაბრუნების მაქსიმალური ვადაა 15 წელი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up