დასაქმებულთა 75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია

დასაქმებულთა 75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია

access_time2021-09-16 14:00:32

საქართველოში დასაქმებული მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, თითქმის 75%-ს, იმაზე ბევრად ნაკლები შრომის ანაზღაურება აქვს, ვიდრე საშუალო ხელფასის ოფიციალური მაჩვენებელია ქვეყანაში. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა პაატა აროშიძემ განაცხადა.



ამ თვალსაზრისით, როგორც პროფესორმა აღნიშნა, ეჭვს იწვევს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემი, რომლის თანახმადაც, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.5 პროცენტით, ანუ 177.9 ლარით გაიზარდა და 1 328 ლარი შეადგინა.



აროშიძე ამბობს, რომ ვერ ხედავს რეალურ საფუძველს, რაც შეიძლება ოფიციალურ სტატისტიკას ზურგს უმაგრებდეს.



,,გასაშუალოებულ მაჩვენებელს გვთავაზობენ. არ შეიძლება, სახელმწიფო მოხელის ძალიან მაღალი ხელფასი და პრემია ქვედა რგოლის თანამშრომელთა ხელფასთან შეაჯამო. თუკი ეს სტატისტიკაა, მაშ, რეალობა რაღაა? აქ მთავარია სიტუაცია, რომელიც მთელ ქვეყანაშია და ესაა რეალურად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. გასაგებია, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების ხელფასები 1000 ლარზე მაღალია, მაგრამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავეთა შრომის ანაზღაურება 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს. კიდევ უფრო ნაკლებია დროებით დასაქმებულთა, სასტუმროებში, მშენებლობებზე, სავაჭრო ობიექტებში და სხვა სფეროებში მომუშავეთა ხელფასები. დასაქმებულების დაახლოებით 70-75%-ის შრომის ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია. ამდენიც რომ ავიღოთ, თუკი ამ თანხას მოვაკლებთ საპენსიოს 2 %-ს, 980 ლარია, ხოლო საშემოსავლოსაც თუ გავითვალისწინებთ, საბოლოოდ 785 ლარი რჩება. ამასთან, არ დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით დაბალ ხელფასზეც ათიათასობით ადამიანი მუშაობს“, - ამბობს აროშიძე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მხოლოდ სეზონურად მუშაობს და სხვა შემოსავალი არ აქვს.




,,ხელფასის სიდიდით, პირველ ადგილზეა საფინანსო სფერო, ასევე მაღალია შრომის ანაზღაურება სასამართლო ორგანოებში, საჯარო სექტორში მომუშავეთა და ასევე კერძო სექტორის უმეტეს ნაწილში, გარდა მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულებისა. ცხადია. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საშუალო ხელფასის მოცულობა რეალურად გაიზარდოს. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა და მოსახლეობას შემოსავლების მხრივ სერიოზული პრობლემა აქვს, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა“, - ამბობს აროშიძე.



თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები შთამბეჭდავი სტატისტიკის ფონზე ეკონომიკის გაჯანსაღების პოზიტიურ ნიშნებზე ალაპარაკდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, მთელ რიგ სექტორებში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება გაუმჯობესდა.



„საშუალო ხელფასის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპში გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



,,საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში (სხვა სახის მომსახურების გარდა), ხელფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში - მშენებლობა (ზრდა 23.7%-ით), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (ზრდა 15.4%-ით), ტრანსპორტი და დასაწყობება (ზრდა 18.6%-ით), დამამუშავებელი მრეწველობა ( ზრდა 24.3%-ით, ინფორმაცია და კომუნიკაცია (ზრდა 12.4%-ით), ვაჭრობა (ზრდა 20.1%-ით).



ამასთან აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.6%-ით.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up