როგორი იქნება მომდევნო პანდემია – ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორის საინტერესო ხედვები

როგორი იქნება მომდევნო პანდემია – ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორის საინტერესო ხედვები

access_time2021-09-16 10:00:57

ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა. გაგვიმართლა როგორც ლეტალობის, ისე იმ თვალსაზრისით, რომ ვირუსი ბავშვებს თითქმის არ შეხებია. ბუნებაში და ლაბორატორიებში გაცილებით საშიში ვირუსებიც არსებობს.


მომდევნო პანდემიის გამომწვევი, დიდი ალბათობით, შეიძლება გრიპის ვირუსის დღემდე უცნობი ვარიანტი აღმოჩნდეს. მოკლედ, ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს იმის გასაგებად, თუ როგორი მომაკვდინებელი მუტაციები შეიძლება განიცადონ ამ ვირუსებმა. ამას ამერიკის ქალაქ შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი გრძელიშვილი ამტკიცებს.


მისი აზრით, ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ჩვენ შედარებით გაგვიმართლა (მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მსოფლიოში უკვე ოთხი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა): მისი ლეტალობა არც ისე მაღალია და, საბედნიეროდ, ბავშვები თითქმის არ ავადდებიან. არცთუ საშიშ მტერთან შეხვედრამ უნდა მოგვცეს დრო ახალი ვაქცინების ტექნოლოგიების და ბიოლოგიური საფრთხეებისგან – როგორც ბუნებრივი, ისე ლაბორატორიული – დაცვის მონიტორინგის სისტემის შესაქმნელად. თავად ქართული წარმოშობის პროფესორი ვალერი გრძელიშვილი, სხვათა შორის, არა მომაკვდინებელ, არამედ მაშველ ვირუსებზე მუშაობს – ვირუსებზე, რომლებიც კიბოს ებრძვიან.

 

ლაბორატორიული მკვლელი

 

რატომაა მაინცდამაინც გრიპი მთავარი პრეტენდენტი, გახდეს მომავალი საშიში პანდემიის გამავრცელებელი?

 

– გრიპის ვირუსს რაც შეეხება, უკვე ცნობილია, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ის, მათ შორის, საკმაოდ უაზრო ექსპერიმენტების წყალობით.


ვირუსოლოგები კარგად იცნობენ 1918 წელს ისპანკის ვირუსის რეკონსტრუქციის შესახებ ნაშრომს, რომელიც 2005 წელს გამოქვეყნდა  (Tumpey TM et al. Science 310:77–80). რა თქმა უნდა, ვირუსი ისპანკა ვერ შეინახებოდა, ის არც ადამიანის და არც ცხოველების პოპულაციაში არსებობს. მაგრამ გაჩნდა ერთი მიგნება – ის შეიძლება აღმოაჩინო იქ, სადაც მუდმივად ცივა. ეს ვირუსი ისპანკას გამო 1918 წელს გარდაცვლილი ადამიანის სხეულში აღმოაჩინეს. მისი სხეული ალასკაზე მყინვარმა შეინახა ისე, რომ არასოდეს გამდნარა. უფრო სწორად, მეცნიერებმა არა თავად ვირუსი, არამედ მისი ფრაგმენტები აღმოაჩინეს, ვინაიდან ვირუსი 100 წლით მაცივარშიც არ ინახება. თუმცა შესაძლებელი გახდა მისი ნაწილების აღმოჩენა და წაკითხვა, რომლის მეშვეობითაც ისპანკას ვირუსის მთელი სურათი დაიხატა.


მაგრამ, ყველაზე საინტერესო მოვლენები ამის შემდეგ განვითარდა. იოსირა კავაოკამ, არაერთგვაროვანი რეპუტაციის მქონე მეცნიერმა, რომელიც, ბევრის აზრით, უკიდურესად თამამ ექსპერიმენტებზე მიდის, თავის გუნდთან ერთად ისპანკის ვირუსის თანმიმდევრულობას გადახედა და უკუ გენეტიკის გამოყენებით მისი სრული ასლის კონსტრუირება შეძლეს. ამის შესახებ ნაშრომი 2007 წელს გამოქვეყნდა (Kobasa et al. Nature 445:319–323). უკუ გენეტიკას ამ ტექნოლოგიას იმიტომ უწოდებენ, რომ რიბონუკლეინის მჟავის (რნმ) კლონირება შეუძლებელია, ამიტომ ხდება ვირუსის ტექსტის შექმნა ჯერ დნმ–ში (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა), შეიტანონ მასში კონსტრუქციული ცვლილებები, კლონირება და ამის შემდეგ უკვე რნმ–ის მიღება.


ასე რომ, ეს ვირუსი დღემდე ინახება ზოგიერთ განსაკუთრებულად დაცულ ლაბორატორიაში (BSL4 ლაბორატორია ისეთივე ხარისხითაა დაცული, როგორც ჩინური უხანის ლაბორატორია).


მაგრამ, საინტერესოა, რა მოხდება, თუ ვინმე შეშლილი ამ ვირუსს უნებლიედ ან არცთუ შემთხვევით (რა იცი, იქნებ შეყვარებულმა მიატოვა ან სამყაროს წყობა არ მოსწონს) მას გაუშვებს? ვინ წარმოიდგენს ისპანკის კატასტროფულ შედეგებს? ამასთან დაკავშირებით ბევრი აზრი არსებობს. ზოგი მიიჩნევდა, რომ  ამ შემთხვევაში 1918 წლის პანდემიის მსგავსი კატასტროფა მოხდება და დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი გაწყდება. სხვები კი ფიქრობდნენ, რომ ეს არც ისე საშიში ვირუსია, რადგან მაშინ 50 მილიონამდე ადამიანის დაღუპვას უფრო მეტად პირველ მსოფლიო ომს, მისგან გამოწვეულ სიღარიბეს და ანტისანიტარიას უკავშირებდნენ.


ჩვენ დაზუსტებით არაფერი ვიცით – მადლობა ღმერთს, ის ჯერ არავის გამოუშვია. მაგრამ კავაოკამ და მისმა კოლეგებმა გრიპის თანამედროვე შტამების (მათ შორის ძალიან საშიში „ღორის“ გრიპის) და ისპანკის რეკონსტრუირებული ვირუსის ცხოველებზე მოქმედება შეადარეს. როგორც აღმოჩნდა, მაიმუნებზე ისპანკა ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა.


მისი პათოგენურობის შესახებ სხვადასხვა ჰიპოთეზები არსებობდა – ანუ, რატომ არის ის ასეთი საშიში. აღმოჩნდა, რომ ისპანკა სხვებზე ერთდროულად რამდენიმე პარამეტრითაა უფრო საშიში. ის მუტაციას გამრავლებაზე პასუხისმგებელი პოლიმერაზების ფორმატში განიცდის, ის უფრო სწრაფად მრავლდება. ამ ვირუსშიც აღმოაჩინეს მუტაცია, რომელიც უფრო ადვილად ვრცელდება ფილტვებში და იმუნურ ჰიპერ რეაქციას, იგივე ციტოკინურ შტორმს იწვევს.


ვირუსის გავრცელების სისწრაფე უდიდეს როლს თამაშობს – ორგანიზმში ამ დროს ერთგვარი რბოლა იმართება ვირუსის გავრცელებისა და იმუნური პასუხის სიჩქარეს შორის. ბევრი ჩვეულებრივი ვაქცინა (წითელა, წითურა, ყბაყურა და სხვ.) – დასუსტებული ვირუსებია, ანუ სპეციალურად არიან შენელებული, „ყავარჯნიანი ვირუსები“, რის გამოც ისინი არ არიან საშიში – ჩვენს იმუნურ სისტემას რჩება პასუხის გამოსამუშავებელი დრო.


ისპანკა ძალიან სწრაფი აღმოჩნდა და მისი რეკონსტრუქცია, რა თქმა უნდა, გიჟური ექსპერიმენტია.

 


როგორ, რა პირობებში ინახავენ ასეთ საშიშ ვირუსებს?

 

– რა თქმა უნდა, მეოთხე დონის ლაბორატორიებში, სადაც ძალიან მკაცრი წესები მოქმედებს. თუმცა, ყველა მკვლევარს პოლიციელი არ დაჰყვება. უსაფრთხოების წესები უბრალოდ გულისხმობენ, რომ ლაბორატორიის თანამშრომლები ფსიქიკურად ჯანმრთელები არიან. ბუნებრივია, საჭიროების შემთხვევაში ყუთს სპეცსამსახურის აგენტი არ ხსნის. ამას მკვლევრები აკეთებენ, რომლებმაც თვითმფრინავის პილოტებივით მრავალწლიანი ტრენინგი გაიარეს. მაგრამ, როგორც ვიცით, ზოგჯერ პილოტებიც გიჟდებიან.

 


მაგრამ რამდენად რეალურია, ისპანკის გამოჟონვამ აპოკალიფსი გამოიწვიოს?

 


– სინამდვილეში, სულაც არ არის აუცილებელი, მოვლენები ასე განვითარდეს. მე ასე არ ვფიქრობ. 1918 წლის ისპანკის ნაწილაკები თავისუფლად ცირკულირებენ თანამედროვე გრიპებში. მაშინდელი პანდემია იმის დამთავრდა, რომ ვინც არ დაიღუპა, ვირუსზე იმუნიტეტი გამოიმუშავა. ისპანკა ადამიანის ორგანიზმში ცირკულირებად სხვა გრიპებთან ომი წააგო, თუმცა რაღაც დროის განმავლობაში მათთან თანაცხოვრება შეძლო და ამ დრომ მოხდა გენების მიმოცვლა. „ღორის“ გრიპში ისპანკის მთელი სამი ნაწილაკი აღმოჩნდა. ეს კი ნიშნავს, რომ კაცობრიობის ანტისხეულებში არსებობს ისპანკის ნაწილაკების ანტისხეულები, ხოლო 1918 წელს ეს სრულიად ახალი ვირუსი იყო.

 


ყველაზე მეტად მაშ რისი უნდა გვეშინოდეს?

 

– კიდევ უფრო სახიფათო პერსპექტივები გაიხსნა მეცნიერთა სხვა ნაშრომების სერიით, რომლებმაც ბუნებრივი გრიპის გენომის ცვლილებები შეისწავლეს ფრინველების პოპულაციაში. როგორც ვიცით, გრიპი ფრინველების პოპულაციაში ცხოვრობს და მისი ახალი შტამები სწორედ მათგან გადაეცემა ადამიანებს, თუმცა დიდი ხნით ჩვენს ორგანიზმში არ რჩებიან. გადამფრენ ფრინველებს ვირუსები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში გადააქვთ. მაგალითად, გადამფრენი ბატები შინაურ ბატებს აინფიცირებენ, ისინი უკვე ღორებს, აქედან ადამიანებზე გადადის და ამ გზაზე ვირუსი მუტაციას განიცდის, რათა უფრო კარგად შეეგუოს ახალ მატარებელს. მეტიც, ამერიკის მთავარი ინფექციონისტები უკვე დიდი ხანია, ფერმერებისგან ფრინველებისა და სხვა ბინადრების კარგად გამიჯვნას ითხოვენ. ცნობილია გრიპის სახეობები, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანებზე გადაცემის შემთხვევაში 50%–იან ლეტალობას იწვევს. მაგრამ, ასეთი გრიპები ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. გრიპების მკვლევრებისთვის ცნობილია მუტაციები, რომლის დროსაც ფრინველი გრიპი უფრო „ადამიანური“ ხდება. სულ მცირე ორი მუტაცია არსებობს, რომელთა მეშვეობითაც ფრინველის გრიპი ადამიანზე უფრო მეტად გადამდები ხდება. ცხადია, ეს ექსპერიმენტებიც მეოთხე კატეგორიის დაცვის ლაბორატორიებში ჩატარდა და ისიც გასაგებია, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება არ შეიძლება, მაგრამ ცხოველურ მოდელებში აჩვენა, რომ ფრინველის გრიპის ვარიანტები ძუძუმწოვრებში ადაპტირდნენ. ამ თემაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სტატია (Imai M. et al. Nature 486: 420–428 и Herfst S. et al. Science 336: 1534–1541) თითქმის ერთდროულად გაიგზავნა 2012 წელს წამყვანი ჟურნალების რედაქციებში. სწორედ ამ დროს აგორდა სკანდალი: ვიღაცამ რედაქტორის ყურადღება მსგავსი ნაშრომების გამოქვეყნების საფრთხეებს მიაპყრო. ფართო დისკუსია გაიშალა, მითუმეტეს, რომ ყველას ტერორიზმის საფრთხე ახსენდება. სხვათა შორის, ამ შემთხვევებზე რუსეთზე არ საუბრობენ.

 


იმ დროს რუსეთი მთავარ მტრად არ იყო აღიარებული და იმიტომ?

 

– არა, ჩემი აზრით, ყველამ იცის, რომ რუსეთში ბევრს შეუძლია ასეთი ვირუსების შექმნა, მაგრამ ამას არ იზამენ. ამის ერთ–ერთი მიზეზია ვირუსის უმართაობა და ლოკალიზების პრობლემები. ამ მხრივ, ბირთვულ იარაღთან მიმართებაში გაცილებით ნაკლები პრობლემაა. ჩვენ არ ვიცით, ესა თუ ის ვირუსი სად უფრო მეტ ადამიანს მოკლავს, ბოლოს და ბოლოს. სწორედ ამის გამო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქიმიური იარაღი აიკრძალა და თვით გიტლერსაც კი არ გამოუყენებია ის ბრძოლის ველზე.

 


კორონავირუსთან გაგვიმართლა

 

თუ ბუნებრივი ვირუსებისგან უნდა ველოდოთ საფრთხეს, ეს გრიპისგან წამოვა? იმის გათვალისწინებით, რაც თქვენ ისპანკისა და კიდევ ორი საშიში მუტაციის შესახებ მოგვიყევით, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ კორონავირუსთან გაგვიმართლა?

 

– დიახ და მთავარია, რომ ბავშვები მძიმედ პრაქტიკულად არ ავადობენ. ეს ძალიან უცნაურია. მანამდე ვირუსები უფრო მეტად ბავშვებსა და მოხუცებში ვრცელდებოდა: მოხუცებში იმიტომ რომ იმუნიტეტი დასუსტებული აქვთ, ხოლო ბავშვებში ის ჯერ არ არის ჩამოყალიბებული.

 


და ბავშვები რატომ არ ავადდებიან?


– არსებობდა ჰიპოთეზა, რომ პატარები ხშირად ავადდებიან სხვა კორონავირუსებით და გამომუშავებული ანტისხეულები კარგად მუშაობენ კოვიდზეც. მაგრამ ბოლოს გამოქვეყნებულ სტატიებში, რომლებსაც გავეცანი, ეს ჰიპოთეზა არ დასტურდება. თუმცა ცნობილია, რომ ცილის ექსპრესია, რომელიც ვირუსს უჯრედში შეღწევაში ეხმარება, მოხუცებს უფრო მოჭარბებულად აქვთ.

მე ვშიშობ, რომ თუ პანდემიას მაქსიმალურად სწრაფად არ დავამარცხებთ, რომელიღაც ახალი შტამი შეიძლება ბავშვებშიც გავრცელდეს. ამიტომაა აუცილებელი სწრაფი ვაქცინაცია, რომ გავანეიტრალოთ ადამიანების მასებში კორონავირუსის ევოლუციის შესაძლებლობები.

 


რატომ არის ასეთი გვერდითი ეფექტების მატარებელი კორონავირუსის ვაქცინები? ეს მათი შექმნის სისწრაფეს უკავშირდება – ანუ ვერ მოასწრეს დოზის ოპტიმიზაცია?

 

– სინამდვილეში, ვერ ვიტყვით, რომ მათ ასეთი მკვეთრი გვერდითი ეფექტები აქვთ. ჩუტყვავილას ვაქცინა უფრო უხეშია. ვფიქრობ, კორონავირუსის ვაქცინაც ასეთივეა ადამიანების შეგრძნებებში, ვინაიდან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფ და მასობრივ ვაქცინაციასთან გვაქვს საქმე – ინფორმაციაზე მასობრივი წვდომის პირობებში. ჩუტყვავილას ვაქცინას საერთოდ უკუჩვენება ჰქონდა ორსულებზე, ვინაიდან იყო იმის საფრთხე, რომ ვაქცინა სისტემურ ვირუსად განვითარებულიყო ორგანიზმში. ეს ვაქცინა ცოცხალი დასუსტებული ვირუსით იყო შექმნილი. ძნელი მოსაპოვებელი არ არის ფოტოკადრები, სადაც ვაქცინირებული ბავშვები არიან ასახული ნაყვავილარი სახეებით. ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ჩუტყვავილას ვაქცინა შეაჩერეს (გარდა იმ მიზეზისა, რომ დაავადება გაქრა) – მძიმე გვერდითი მოვლენების რისკი იყო. მაგრამ ამ ვაქცინამ კაცობრიობა ამ დაავადებისგან იხსნა, რომელმაც ათასწლეულების განმავლობაში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.


კი, არის ჩვეულებრივი ვაქცინები, რომლებიც ბავშვებს კარგად გადააქვთ.


რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას – ეს არის უზარმაზარი სტატისტიკა და თითქმის არაფერი სერიოზული.

 




რა სჭირდება ბიოტერორისტს

 

იმ საფრთხეებს დავუბრუნდეთ, რომელთა წარმოქმნაც ადამიანებს შეუძლიათ. რამდენად რთულია ტექნოლოგიურად, რომ ტერორისტმა შექმნას და გაავრცელოს, მაგალითად, საშიში გრიპი? საამისოდ რა ტიპის კვალიფიკაციაა საჭირო?

 

– ერთი შეხედვით, რთულია. მაგრამ სამყარო იცვლება. სულ რაღაც 30 წლის წინ ტექნოლოგიურ ლიდერებად აშშ, სსრკ, ევროპა და იაპონია გვევლინებოდნენ. დღეს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტები უამრავ ქვეყანაში არიან. ძლიერ სპეციალისტს ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია სამუშაოდ წასვლა, მაგალითად დუბაის ახალ ცენტრში, ან ლიბანში. სსრკ–ის დაშლის შემდეგ ამერიკელები წლების განმავლობაში ასპონსორებდნენ „ვექტორს“ არა იმიტომ, რომ ეშინოდათ, მაგალითად, ირანისთვის არ მიეყიდათ ტექნოლოგიები, არამედ იმის გამოც, რომ ეს სპეციალისტები არ გაბნეულიყვნენ მსოფლიოში, სადაც პოტენციურად საშიშ საქმეებს გააკეთებდნენ. დღევანდელ მსოფლიოში ბევრი სპეციალისტია, რომელსაც რაღაც მსგავსის შექმნა შეუძლია. ლაბორატორიაში რაღაც სახიფათოს შექმნა სამრეწველო წარმოებაზე ადვილია. თანაც არ არის საჭირო, რომ მეცნიერს უთხრა, ის რომ მასობრივი განადგურების იარაღს ქმნის. ასე რომ მეცნიერის პოვნა შესაძლებელია, ხოლო ტექნიკურად ჩვეულებრივი ლაბორატორიაც საკმარისია.

 


თუ საშიში ვირუსების მიღება ასე ადვილია, რატომ არ აკეთებენ ამას ტერორისტები?

 

– ეს ჩემი საყვარელი კითხვაა ვირუსოლოგიის სტუდენტებისადმი: „რომელია ყველაზე საუკეთესო ვირუსი იარაღად გამოსაყენებლად და რატომ არ იყენებენ მას ტერორისტები?“. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) საიტზე ჩამოთვლილია ყველაზე საშიში ბიოაგენტები, რომლებისგანაც შეიძლებოდა იარაღის შექმნა. ვირუსების A კატეგორიაში მხოლოდ ციმბირული წყლული, ჩუტყვავილა, ებოლა და არენავირუსი შედიან.

სწორი პასუხი, ყველაზე საუკეთესო კანდიდატზე იარაღისთვის არის – ჩუტყვავილა. მთავარი პრობლემაა, როგორ შექმნა ეს ვირუსი ისე, რომ თავი არ მოიკლა. ვაქცინა არ არსებობს.

 


მაგრამ ებოლას ვაქცინა ხომ არსებობს?

 

– კი, მაგრამ აფრიკიდან მიღებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ის გარანტიებს ვერ იძლევა. ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი რაოდენობის ვირუსის შექმნა და მისი გაფრქვევა, მაგალითად, ნიუ–იორკის მეტროში, რთულია. ყველაფერზე წამსვლელი თვითმკვლელი ტერორისტებიც კი ვერ შეძლებენ მის დანიშნულების ადგილამდე მიტანას. რატომ ეშინოდა ყველას ჩუტყვავილას? იმიტომ, რომ შეიძლება საიმედოდ ვაქცინირება და ამის შემდეგ ვირუსი გაამრავლო ისე, რომ არ მოკვდე. კიდევ ერთი საკითხი – ის შეიძლება გააშრო და ფხვნილის სახით თვეობით შეინახება.  

ფხვნილის გარეშე, თვითმკვლელი ტერორისტებისთვის ერთადერთი „გამოსავალი“ რჩება – თავად დაინფიცირდეს, შემდეგ ჩავიდეს სამიზნე ქვეყანაში და მუდმივი ხველებით გაავრცელოს დაავადება. თუმცა, ამისთვის ებოლა არ გამოდგება – ის დიდხანს არ დარჩება ცირკულაციაში. ჩუტყვავილას საინკუბაციო პერიოდი უფრო დიდხანს გრძელდება. მითუმეტეს, რომ დღეს ყველას არ გააჩნია ჩუტყვავილაზე იმუნიტეტი – ეს დაავადება გამქრალია და ახალი მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე შეიძლება მილიონობით ადამიანი დაიღუპოს. ასე რომ, ამის გაკეთება უფრო მარტივია, ვიდრე ახალი ვირუსის შექმნა.

 



ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ვირუსები მომაკვდინებელ იარაღად გამოუყენებიათ?

 

– მომაკვდინებელი ვირუსის გამოყენების ყველაზე გიჟური ექსპერიმენტი 1951–1959 წლებში ჩატარდა ავსტრალიაში, რომელიც ბოცვრების პოპულაციის შემცირებაზე იყო მიმართული (Marshall ID, Fenner F. J Hyg (Lond). 1960 Dec; 58(4):485–488.). პოპულაციაში ხელოვნურად გაშვებულმა მიქსომატოზის ვირუსმა ნამდვილად გაანადგურა ამ ქვეყანაში ბოცვრების 99%. შემდეგ ამან ეპიზოოტია (ცხოველების „ეპიდემია“) ევროპაშიც გამოიწვია, თუმცა დროთა განმავლობაში შესუსტდა და ნაკლებად მომაკვდინებელი გახდა. მაშინაც გაჩნდა შიშები, რომ ეს ვირუსი შეიძლება ადამიანებზე გადამდებიც გამხდარიყო, თუმცა, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა.


იმედს ვიტოვებ, რომ დაგროვილი ცოდნა საფრთხეებისგან დასაცავად იქნება გამოყენებული და გიჟური ექსპერიმენტების დრო წარსულს ჩაბარდა.



წყარო: expert




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up