ყველაზე მეტად საქართველოში აგრარული პროდუქცია ძვირდება

ყველაზე მეტად საქართველოში აგრარული პროდუქცია ძვირდება

access_time2021-09-16 16:00:34

ქართულ დახლებზე ერთ-ერთი ყველაზე ,,ცხელი პერიოდია“ – როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სოფლის მეურნეობის პროდუქტი ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა. უმეტესწილად, ამის მიზეზად გლობალური ფაქტორი მიიჩნევა - ფასების გაუაზრებელი ზრდის ტენდენცია, რასაც საქართველოს შემთხვევაში ამა თუ იმ პროდუქტის დეფიციტიც განაპირობებს.



საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე.



ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე პრეზიდენტი ნიკა შენგელია „კომერსანტთან“ ფასების ცვლილების რამდენიმე გარემოებაზე საუბრობს.



,,ფასები გაზრდილია როგორც ადგილობრივ პროდუქციაზე, ასევე იმპორტირებულზეც. ასეთი ,,ცხელი ზაფხული“ საქართველოს აქამდე არ ახსოვს. საერთოდ ცხოვრებაა გაძვირებული, ვგულისხმობ როგორც კომუნალური გადასახადების ზრდას, ასევე საწვავზე ფასების უკონტროლო მატებას, რამაც ბიძგი მისცა ინფლაციურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ფერმერებსაც გაუძვირდათ მომსახურება და აგრო ქიმიური საშუალებები, რის გამოც მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ფასმაც მოიმატა. ყველაფერი ეს მულტიპლიკაციური მეთოდით ზრდის ფასებს სამომხმარებლო ბაზარზე. მართალია, ოფიციალური მონაცემებით დასტურდება, რომ ქვეყანაში მაღალი მოსავლიანობაა, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები, თუნდაც იმიტომ, რომ წელს, მაგალითად, სიმინდის ცუდი მოსავალი გვაქვს. ანალოგიური მდგომარეობაა ბოსტნეული კულტურების მიმართულებითაც“, - აცხადებს შენგელია.




სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასების ზრდის არასახარბიელო ტენდენციაზე საუბრობენ ფერმერებიც. შპს „ქართული მწვანილის“ ხელმძღვანელი, მეწარმე ჯუმბერ ბელთაძე ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ აგრარული პროდუქციის გაძვირებას განაპირობებს იმპორტირებულ პროდუქციაზე კურსთა შორის სხვაობა, პესტიციდებზე მაღალი ფასი, კლიმატური პირობების გავლენა, მავნებლების ზიანი და ასე შემდეგ. ასეთ ფონზე, როგორც ბელთაძე ამბობს, მნიშვნელოვანია სასათბურე მეურნეობა მაღალ დონეზე განვითარდეს და სეზონურად პროდუქტის მიწოდების უწყვეტობის მხრივ არ შეიქმნას პრობლემა.



რაც შეეხება უშუალოდ მწვანილის გაძვირებას, ბელთაძის ინფორმაციით, ფასი 1 წელიწადში გაორმაგდა, რაც წარმოების სიმცირეს უკავშირდება. მეწარმე ბაზარზე მუშახელის დეფიციტზეც საუბრობს და დასძენს, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მოსავლიანობა მცირდება.



,,რეგიონებში მასიურად მუშა ხელის სიმცირეა, ამით არის გამოწვეული მოსავლიანობის კლებაც. მარტო მწვანილის შემთხვევაში, მოსავალი 20-30%-ით არის შემცირებული. ამის რამდენიმე ფაქტორი არსებობს. მათ შორის, საწვავის სიძვირე, მოსავლის მოვლის მაღალი ხარჯი და სხვა. თუმცა ყველაზე მეტად მუშახელის დეფიციტმა იმოქმედა. ჩვენ წყალტუბოში, სოფელ ქვიტირში გვაქვს მეურნეობა. მძიმე პრობლემის წინ აღმოვჩნდი კადრებთან დაკავშირებით, დღეში 40-50 ლარს ვიხდით და მუშას ვერ ვშოულობთ. აღარ დარჩა სოფლებში სასათბურე მეურნეობის გამკეთებელი, უწყვეტად ყველა სეზონზე უნდა ვაწარმოებდეთ პროდუქტს, სხვანაირად არაფერი გამოგვივა“, - ამბობს მეწარმე.




ცნობისთვის, შპს ,,ქართული მწვანილი“ 80 ადამიანამდე ასაქმებს. სეზონზე წარმოების მოცულობა 80 ტონამდეა, საიდანაც 90% ექსპორტზე უკრაინაში გადის.
აგრარულ პროდუქციაზე ფასების არნახული ზრდა ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.



რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.



აგვისტოში 10 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან 8 სურსათს მიეკუთვნება. ყველაზე მეტად ფასმა მოიმატა ბადრიჯანზე – 139,2%-ით, შემდეგ პოზიციაზეა კიტრი - გაძვირდა 110,4%-ით; ჭარხალი 108,3%-ით, ხოლო მზესუმზირას ზეთი 83%-ით გაძვირდა; ამდენივე პროცენტით მოიმატა სტაფილოს ფასმა, კომბოსტომ - 80,3%-ით; წიწაკის ფასმა 60,2%-ით მოიმატა; ატმის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 57,7%-ს შეადგენს.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up