კომერსანტის ექსკლუზივი: წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია

კომერსანტის ექსკლუზივი: წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია

access_time2021-09-16 17:00:34

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შემუშავებულია. კურორტის მასშტაბური განვითარების იდეის დაანონსებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დოკუმენტი მზადაა.  „კომერსანტი“ გაგაცნობთ, როგორია ქალაქის განვითარების ხედვა და ფუნქციური გამრავალფეროვნების გეგმა.



დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ საპროექტო ჯგუფის გამოწვევა იმის გააზრებაში მდგომარეობდა, თუ რამდენად არის შესაძლებელი საბჭოთა ტურისტული კურორტის საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილად ევოლუცია, წყალტუბოს იდენტობის გაუმჯობესება და სტუმრებთან და ტურ-ოპერატორებთან სწორი კომუნიკაცია.





საპროექტო გუნდს მიაჩნია, რომ წყალტუბოს ხედვა აუცილებელია დაეფუძნოს ამ ქალაქის წარსულს. მათი ინფორმაციით, ბოლო 30 წლის განმავლობაში,  თერმულ-მინერალური წყლებით მკურნალობის სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა მსოფლიოში. ეს ცვლილება განსაკუთრებით აქტუალურია რადონით მდიდარი წყლის დამუშავების პრაქტიკაში, როგორიცაა წყალტუბოს წყალი, რომელიც მოითხოვს ზუსტ განსაზღვრას და გამოყენების პროტოკოლების დაცვას. ასევე გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად სამკურნალო თერაპიული ეფექტურობის გაკონტროლებას. სწროედ ამიტომ საპროექტო გუნდში მიაჩნიათ, რომ წყალტუბოს გამოწვევაა ჯანდაცვის ტურიზმში დაბრუნება საერთაშორისო სტანდარტებთან ადაპტირების გზით, დიაგნოსტიკური პროცესისა და პროცედურების ზედამხედველობის დაცვა. მეორეს მხრივ, გამოწვევაა შეიქმნას ის საჭირო კავშირები კერძო და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის, კურორტის გამოყენებას და ცენტრისა და უბნების სიცოცხლისუნარიანობას შორის, ქალაქის მრავალფუნქციური განვითარების უზრუნველსაყოფად.




დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ წყალტუბოს ადგილმდებარეობა, თერმული მახასიათებლები და წარსული წარმოადგენს საინტერესო შესაძლებლობას გარდაიქმნას ცოცხალ, მწვანე, შემოქმედებით, ადამიანური მასშტაბის ქალაქის პროტოტიპად, ახალი იდენტობის და საკომუნიკაციო საშუალებად სტუმრებისთვის და შესაძლო ინვესტორებისათვის.




დოკუემნტში მიზნები მოთხრობილია ისტორიული რეტროსპექტივის გზით, თუ როგორ იყო საპროექტო ტერიტორია წარსულში და თუ როგორ ხედავს კომპანია დღეს მის მომავალს.




მათი თქმით, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი სპა ქალაქის ისტორია. მთელი ქალაქისა, რომელმაც ფეხი აუწყო სპა-ინდუსტრიის განვითარების რითმს. ახლა კი, აქ ათეულობით მიტოვებული, ნანგრევებად ქცეული შენობა, ჩაფლულია მოუვლელობისგან გაველურებულ გარემოში. ოდესღაც დიდებულ ქალაქში დღეს სიჩუმე, სიცივე და სიბინძურეა. რამდენიმე ათეული წლის წინ კი, ცხრამეტი გრანდიოზული სასტუმრო, ცხრა სააბაზანო და 80 ჰექტარი მოვლილი პარკი, ქმნიდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბალნეოლოგიურ კურორტს. საპროექტო გუნდის განმარტებით, გრანდიოზული, პომპეზური ბაროკალური შენობები, სანატორიუმების უზარმაზარი ტერიტორიები ერთ დროს გამოხატავდნენ სახელმწიფოს სიძლიერეს. საკურორტო შენობები და სერვისები განუყოფელი ნაწილი იყო ჯანდაცვის სისტემისა, რომელიც ემსახურებოდა ასიათასობით ადამიანს.



საპროექტო ჯგუფს სურს გააცოცხლოს ეს შენობები, ახლებურად გამოიყენონ ისინი და საბჭოთა კავშირის ძველი რელიქვია აქციონ ახალ სიმბოლოდ, სიმბოლოდ თანამედროვე ქალაქისა. მათ იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში, ასეთი ქალაქი მოექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, გახდება სამაგალითო მსოფლიოს განვითარებადი ქალაქისთვის, ეს კი მოიზიდავს ინვესტორებს, დამსვენებლებს, ტურისტებს.


 

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ წყალტუბოს სტრატეგიული ხედვის ამოსავალი წერტილი წყლის რესურსია: ცენტრალურ პარკში განთავსებული თერმული წყაროები და აბანოები საწყისი მოცემულობაა, რის საფუძველზეც მონოფუნქციური და რადიალური ქალაქი მრავალფუნქციური, ახალი იდეისკენ უნდა ტრანსფორმირდეს.



პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ წყალტუბოს უპირატესობა ქალაქ ქუთაისთან სიახლოვეში მდგომარეობს. ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით, წყალტუბო-ქუთაისი - ერთად, საერთაშორისო აეროპორტის წყალობით, საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილი შეიძლება გახდეს, ხიდი აზიასა და ევროპას შორის.

 


წყალტუბოს განვითარებას საფუძვლად ოთხი მთავარი სტრატეგია  უნდა დაედოს:



  • ქალაქ წყალტუბოს მთავარი ღერძის, თერმული პარკის სტრუქტურის გაძლიერება.


    სტრატეგია მიზნად ისახავს თერმული პარკი გარდაიქმნას ქალაქის სტრუქტურის ღერძად, რომელიც გაფართოვდება სამხრეთით და ჩრდილოეთით. პარკის გაზრდა გულისხმობს ხაზოვან, წყლის თემაზე დაფუძნებულ პარკს, დაყოფილს თემატურ არეალებად, დაწყებული სპორტული, გამაჯანსაღებელი, რეკრეაციული, ბალნეოლოგიური და სხვა წყლის თემასთან დაკავშირებულ გამოყენებებთან.


 


  • მოქალაქეებისა და სტუმრების ინტერესების გათვალისწინებით, წყალტუბოს ქალაქის ცენტრის მდგრადი მართვის მეთოდების გამოყენება.


    წყალტუბოს განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა და გაძლიერება, არსებული სივრცეების და ქალაქური ცხოვრების ავთენტურობის შენარჩუნება. ამ თვალსაზრისით, ქალაქის ცენტრის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს, საჯარო სტრატეგიული ინვესტიცია, ქალაქის გულის რეგენერაციისთვის, ცენტრალურ ნაწილში განთავსებული საცხოვრებელი სახლების გადაგეგმარებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მონუმენტური, თუმცა ამავე დროს, ადამიანური მასშტაბების შექმნის გზით ბაზრის მოედნიდან თერმული პარკამდე: ადგილობრივი მოსახლეობის იდენტობის მინიჭება. ქალაქის ცენტრის გარშემო, სხვა ცენტრების მიმზიდველობა უნდა გაძლიერდეს ურბანული ხელოვნებისა და წერტილოვანი ჩარევების გზით, რომელსაც განსხვავებული და თანმიმდევრული ხასიათი უნდა ჰქონდეს სხვადასხვა უბნებში.






  • წყალტუბოს განვითარება არსებული მემკვიდრეობიდან: ადგილის მეხსიერების დაბრუნება სტუმართმოყვარეობის ახალი ფასეულობების შესაქმნელად.


    ქალაქ წყალტუბოს იდენტობა მჭიდროდ უკავშირდება ისტორიული საკურორტო შენობების არქიტექტურასა და ურბანულ გარემოს. ადგილის მეხსიერების განახლება, შესაბამისად, ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს ადგილობრივი საზოგადოების იდენტობის შეცნობის პროცესში, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ: UNESCO) მოსაზიდად. წყალტუბოს ცენტრალური პარკის წრიული გზიდან გარშემო გაშლილი მონუმენტური ხედებისა და ხედვითი არეალების დაცვა წარმოადგენს წყალტუბოს ნამდვილ სივრცით ფასეულობას და მისი იდენტობის წარმოჩენის საწყის წერტილს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.




  • წყალტუბოს, როგორც ქუთაისის თანამგზავრი ქალაქის გავლენის ზრდა და წყალტუბო-ქუთაისის, როგორც რეგიონული კვანძის გაძლიერება.

 

წყალტუბოს მიმზიდველობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი მტკიცე კავშირი გარშემო ტერიტორიებთან და სიახლოვე ქალაქ ქუთაისთან. აღნიშნული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია არსებული გზათა სისტემის გაუმჯობესებით, მათ შორის, სარკინიგზო ხაზის მიწისზედა მეტროდ გამოყენებით. პროექტი საყურადღებოა არა მხოლოდ სივრცითი კავშირების შექმნის პერსპეტივით, არამედ თვითონ ტრანსპორტის, როგორც წყალტუბოს სიმწვანისა და მდგრადობის სიმბოლიზმის გამოვლინებით.

წყალტუბოს ჩამოყალიბება ქუთაისის თანამგზავრ ქალაქად ხელს შეუწყობს მოცემული მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სინერგიულ ფუნქციონირებას. საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვე ასევე აძლიერებს წყალტუბო ქუთაისის საერთაშორისო მიზიდულობას და, მათი ბარიცენტრული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, ფრენების ნაკადების ზრდის საშუალებას იძლევა ევროპისა და აზიის მიმართულებით.

 



საპროექტო ჯგუფი წყალტუბოს კონცეპტუალური გეგმის შემუშავებაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით მუშაობდა. გუნდს იტალიელი არქიტექტორი და გენერალური გეგმარების ექსპერტი, მარკო არდიელი ხელმძღვანელობდა. ქალაქგეგმარებით ნაწილზე კომპანია „ბაუ დიზაინმა“ BAU design იმუშავა, პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა კი Cushman & Wakefield-ის  საერთაშორისო გუნდმა შეაფასა.

 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up