„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს

access_time2021-09-16 11:00:23

„ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას კახეთის რეგიონში სასტუმროების მიმართულებით კონკურენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ რეგიონში არსებულ სასტუმროებთან შედარებით ბევრად დიდი ობიექტია და მათ კონკურენტად თავს არ განიხილავს.



„ჩვენ ბევრად დიდი სასტუმრო ვართ, ჩვენი კომპლექსი 40 ჰექტარზეა განლაგებული და ის სერვისები, რასაც ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ, იქნება ეს სათავგადასავლო, თუ განტვირთვის მიმართულებით მომსახურება, არც ერთ სხვა სასტუმროს არ აქვს.
ჩვენ მომხმარებელს მრავალფეროვან აქტივობებს, სპა პროცედურებს, სარელაქსაციო მომსახურებებს, სპას, სლავურ აბანოს, რესტორნების მრავალფეროვან არჩევანს, ღია და დახურულ აუზებს ვთავაზობთ, აქედან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არამარტო ჩვენ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში ყველაზე მრავალფეროვანი რეზორტი ვართ“, - აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.




რაც შეეხება სიახლეებს და სამომავლო გეგმებს, „ლოპოტა სპა რეზორტი“ გაფართოებას განაგრძობს. ივლისში „ლოპოტა სპა რეზორტმა“ კომპლექსს მეთხუტმეტე 51–ნომრიანი სასტუმრო კორპუსი დაამატა, საკუთარი აუზით და ბარით. ამ პროექტში 7 მილიონი ლარია ინვესტირებული.







„ჩვენი სასტუმრო მუდმივად ვითარდება, ივლისში ჩვენ რეზორტს, მეთხუთმეტე სასტუმრო კომპლექსი დავამატეთ, ეს არის 51–ნომრიანი მაღალი კატეგორიის ლუქს ნომრებით აღჭურვილი სასტუმრო, რომელსაც ცალკე ბარი და აუზი აქვს. სასტუმრო ტბის პირას არის აშენებული და მისი ერთი მხარე ტბას გადაჰყურებს, ასევე დავამატეთ პატარა ბოსტანი, სადაც სტუმრებს თავადვე შეუძლიათ ბოსტნეული დაკრიფონ და სხვადასხვა აგრარულ საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა. ასევე გავხსენით კალათბურთის და მინი ფეხბურთის ღია მოედნები, სამომავლოდ ვაპირებთ პროფესიონალური ჩოგბურთის კორტების დამატებას თავისი სავარჯიშო დახურული დარბაზებით“, - აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.




ღლიღლაშვილმა მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონიც შეაჯამა – „ლოპოტა სპა რეზორტი“ სრული დატვირთვით მუშაობდა და დამსვენებელთა აქტვობამ 2019 წლის მაჩვენებელსაც გადააჭარბა, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ითვლებოდა.



„ზაფხული გვქონდა ფანტასტიკური, დამსვენებლებიდან 50% ქართველი, 50% უცხოელი იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქტივობამ 2019 წელს გადააჭარბა. რაც შეეხება ფესებს, 2020 წელს დაკლებული გვქონდა, რადგან შიდა ტურიზმს მოვარგეთ, თუმცა წელს ისევ იმ ფასებს დავუბრუნდით, როგორც 2019 წელს ვმუშაობდით“, – აღნიშნა მაკა ღლიღვაშვილმა.



„ლოპოტა სპა რეზორტი“ მომხმარებელს 2006 წლიდან ემსახურება, დასასვენებელი და სასტუმრო კომპლექსი კახეთში ლოპოტას ტბასთან მდებარეობს.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up