დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

access_time2021-06-01 21:00:52

დღის Top 10 საინტერესო ამბავი:

 

 

1. სახმელეთო საზღვრები გაიხსნა, კომენდანტის საათი რჩება - მთავრობას ტურიზმის 50%-იანი აღდგენის იმედი აქვს

 

 

14 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა. ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ ვისაც სრული ორჯერადი ვაქცინაციის დამდასტურებელი მოწმობა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ან მხოლოდ ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ასეთ შემთხვევაში ვიზიტორს შემდეგი 72 სთ-ის განმავლობაში ტესტის განმეორებით ჩატარების ვალდებულება ეკისრება.

 

 

2. ეკონომიკური ბუმი თუ რიცხვებით მანიპულირება - რამ გამოიწვია მშპ-ის 44.8%-იანი ზრდა?

 

 

საქსტატის ცნობით აპრილში ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ვარდნა 16.6% იყო. შარშანდელი ლოკდაუნის ფონზე, წელს ორნიშნა ზრდა მოულოდნელობა არ ყოფილა, მაგრამ ზრდის ტემპმა მაინც გაკვირვება გამოიწვია.

 

 

3. „გაჩერებული პროექტების სია დიდია, თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყანა“ - ქეთი ბოჭორიშვილი გახარიას

 

თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყანა, სჯობს, აწი დაისვენოთ - ამ შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი facebook-ზე წერს. იგი ყოფილ პრემიერის და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას გუშინდელ სატელევიზიო ეთერს ეხმაურება, სადაც ყოფილი პრემიერი მედიის კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.

 

 

4. შეუსრულებელი ვალდებულებები და 1,5 მილიონ დოლარიანი ბიზნეს დავა - ექსკლუზიურ ინტერვიუ ნიკოლოზ ბასილაშვილის ინვესტორთან

 


 

მსოფლიოს 36-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი გრძელვადიანი სასამართლო განხილვა ელოდება. ჩოგბურთელს ყოფილი ინვესტორი, ირაკლი კაჭარავა კონტრაქტით გათვალისწინებული საკომისიოს ანაზღაურებას  სთხოვს. ბიზნესმენი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად ყვება როგორ დაიწყო ყველაფერი, რატომ ჩოგბურთი და რატომ ბასილაშვილი?

 

 

5. „ნესტლემ“ აღიარა, რომ მათი პროდუქციის უმეტესობა არაჯანსაღია

 

 

მსოფლიოში კვების პროდუქტების უმსხვილესმა მწარმოებელმა, შვეიცარიულმა ტრანსნაციონალურმა კორპორაცია  „ნესტლემ“ აღიარა, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის 60%  ჯანსაღი კვების საერთაშორისოდ მიღებულ ნორმებს არ შეესაბამება - ამის შესახებ Financial Times-ი წერს. წყარო აქვეყნებს კომპანიის პრეზენტაციასაც, რომელიც ტოპ-მენეჯერებს შორის გავრცელდა. უფრო მეტიც, „ნესტლეს“ პროდუქტების რამდენიმე ხაზი, ვერასდროს გახდება ჯანსაღი, რამდენჯერაც არ უნდა განაახლოს მწარმოებელმა.

 

 

6. „ტურისტების კოვიდ დაზღვევაზე მუშაობის დაწყება ცოტა დაგვიანებულია, რადგან დღეს საზღვრები უკვე იხსნება“ - რას მოიცავს 30 ათას ლარამდე ლიმიტის მქონე პაკეტები?

 

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზიტისას covid-დაზღვევის პოლისი სავალდებულო იქნება, საკითხზე მთავრობა სადაზღვევო კომპანიებთან ერთად მუშაობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამ საკითხზე უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომელიც უწყებათშორის საბჭოს უნდა წარედგინოს.

 

7. წელიწად-ნახევრის წინ გაყიდული ანანოვების სასახლის რეაბილიტაცია ისევ არ დაწყებულა

 

 

მეოცე საუკუნეში ფრანგი ძმების, ანანოვების მიერ აგებული ისტორიული შენობა, რომელიც ერთ დროს სამთავრობო რეზიდენციის ფუნქციასაც ასრულებდა, ისევ ახალი სიცოცხლის მოლოდინშია. წლების განმავლობაში სასახლემ ძალიან ბევრი მფლობელი გამოიცვალა, ბოლოს ანანოვების მამული 2020 წლის იანვარში 1 375 000 ლარად შპს „ინვესტ ჯგუფმა“ საინვესტიციო ვალდებულებით შეისყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან წელიწად-ნახევარი გავიდა, კომერსანტი დაინტერესდა როგორ მიმდინარეობს ისტორიულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოეწყობა.

 

 

8. გია ხუხაშვილი: გახარია-კალაძის ტანდემი იქნებოდა „ქართული ოცნების“ საბოლოოდ ჩამოშლის ფორმულა

 

 

გახარია-კალაძის ტანდემი შეიძლება ისე საინტერესოდ გამოიყურებოდეს, რომ შეუძლია „ქართული ოცნების“ საბოლოო ჩამოშლა, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ ტანდემს, შექმნის შემთხვევაში, ვერც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მოუხერხებს რამეს.


 

9. გეოგრაფია - რუსეთის მთავარი ეკონომიკური იარაღი ევროპის წინაამღდეგ

 

 

თვითმფრინავები, რომლებიც ევროპიდან შორეულ აღმოსავლეთში მიფრინავენ, თითქმის ერთსა და იგივე მარშრუტს იყენებენ - მისი  დიდი ნაწილი რუსეთის საჰაერო სივრცეზე გადის. უზარმაზარი, თითქმის დაუსახლებელი ტერიტორია - სწორედ ეს არის ევროპასთან შესაძლო ეკონომიკურ ომში რუსეთის მთავარი იარაღი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ბუნებრივი რესურსები - ნავთობის და გაზის ყიდვა სხვაგანაც შეიძლება, აი გეოგრაფიას კი ვერანაირად ვერ შეცვლი.

 

 

 

10. ბრიტანეთის  სტუმარ-მასპინძლობის სექტორი მიგრანტების გამო გადარჩენისსთვის იბრძვის

 

 

პანდემიის პერიოდში მიგრანტების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შედეგად, ბრიტანეთის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი გადარჩენისსთვის იბრძვის. კორონავირუსით დაღლილი ბრიტანელები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რესტორნებს, პაბებს და სასტუმროებს მიაწყდნენ, თუმცა მათი მომსახურება პერსონალის დეფიციტის გამო პრობლემაა.

თეგები:
Top 10



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up