სახმელეთო საზღვრები გაიხსნა, კომენდანტის საათი რჩება - მთავრობას ტურიზმის 50%-იანი აღდგენის იმედი აქვს

სახმელეთო საზღვრები გაიხსნა, კომენდანტის საათი რჩება - მთავრობას ტურიზმის 50%-იანი აღდგენის იმედი აქვს

access_time2021-06-01 10:00:44

14 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა. ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ ვისაც სრული ორჯერადი ვაქცინაციის დამდასტურებელი მოწმობა და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ან მხოლოდ ბოლო 72 სთ-ში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ასეთ შემთხვევაში ვიზიტორს შემდეგი 72 სთ-ის განმავლობაში ტესტის განმეორებით ჩატარების ვალდებულება ეკისრება. საკოორდინაციო საბჭოში გადატყვეტილებას ეპიდვითარების შედარებით გაუმჯობესებითა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ხსნიან.


საქართველოში დღესაც და პანდემიამდელ პერიოდშიც ვიზიტორების 70%-ზე მეტი მეზობელ სახელმწიფოებზე მოდიოდა. სხვა ქვეყნებიდან ტურიზმის უფრო სწრაფი პროცენტული ზრდის ფონზე ბოლო წლებში მეზობელი სახელმწიფოების წილი მცირდებოდა, მაგრამ ნელი ტემპით. სექტორის წარმატების მიუხედავად საქართველო მიმზიდველ ადგილად მაინც დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის რჩებოდა, რომლებიც საზღვარს სახმელეთო გზით კვეთდნენ.


ყველაზე მეტი - 9.358 მლნ საერთაშორისო მოგზაური საქართველოს 2019 წელს ესტუმრა. მათგან 7.726 მლნ ვიზიტორი იყო. ვიზიტორების 74.8%-მა საზღვარი სახმელეთო გზით გადმოკვეთა. საჰაერო გზით 23.8%-მა ისარგებლა. რკინიგზით 1%-მა და ზღვით 0.5%-მა.


საგულისხმოა, რომ 2019 წლამდე სახმელეთო საზღვრით შემოსულ ვიზიტორთა წილი მუდმივად მცირდებოდა. 2012 წელს ის 87%-ს აჭარბებდა, რომელიც 2014 წელს 85%-მდე შემცირდა, 2015 წელს 84%-მდე, 2017 წელს 76.5%-მდე და 2018 წელს 73.8%-მდე. ტენდენციის დარღვევა მაღალი ალბათობით 2019 წლის ივლისიდან რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აკრძალვამ გამოიწვია.


2019 წელს საქართველოს ყველაზე მეტი - 1.527 მლნ ვიზიტორი აზერბაიჯანიდან ეწვია. 1.471 მლნ-ით მეორე ადგილზე რუსეთი გავიდა, 1.365 მლნ-ით მესამეზე სომხეთი, ხოლო 1.157 მლნ-ით მეოთხეზე თურქეთი. მეზობელის სახელმწიფოების წილი ვიზიტორებში 71.4%-ს შეადგენდა. იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 72.1% იყო, 2015 წელს - 79.6%.



2019 წელს საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლის სახით $3.3 მლრდ მიიღო. 2020 წლის მოლოდინი $3.5 მლრდ-ს შეადგენდა, საიდანაც პანდემიისა და კოვიდრეგულაციების გამო $3 მლრდ დაიკარგა.


მიმდინარე წლის აპრილში ვიზიტორების რაოდენობა 140%-ით 82 500-მდე გაიზარდა, მაგრამ სურათი განსხვავებულია ოთხთვიან ჭრილში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 84%-ით 1.369 მლნ-დან 220 ათასამდეა შემცირებული, მათგან ვიზიტორების რაოდენობა 82%-ით 1.155 მლნ-დან 213 ათასამდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა 76%-ით 792 ათასიდან 192 ათასამდე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ტურისტი“ საერთაშორისო განმარტებიდან გამომდინარე არის ადამიანი, რომელიც ქვეყანაში 24 სთ-ზე მეტს ატარებს და რეალური ტურისტების, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანას მოგზაურობის, გართობისა და დასვენების მიზნით ესტუმრნენ გაცილებით ნაკლებია. ამით აიხსნება ისიც, რომ დაკეტილი სახმელეთო საზღვრების მიუხედავად ვიზიტორების 72%-მა საქართველოს საზღვარი სპეციალური ნებართვით სწორედ სახმელეთო გზით გადმოკვეთა.


17 მაისს კომენდანტის საათის დაწყებამ 21:00-დან 23:00 სთ-მდე გადაიწია, 22 მაისიდან რესტორნებს შაბათ-კვირა ღია სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ, 5 ივნისიდან ისინი სტუმრების მიღებას დახურულ სივრცეშიც შეძლებენ. 26 მაისიდან დაცული ტერიტორიებიც გაიხსნა. რეგულაციების შემსუბუქება ცხადია ტურისტულ სექტორზე დადებითად იმოქმედებს, მაგრამ კომენდანტის საათი თუნდაც 23:00 სთ-დან დაწყებული მაინც ძალიან დიდ პრობლემად რჩება. ბევრისთვის ასევე დისკომფორტი იქნება ღია სივრცეში პირბადის ტარება და გაუგებარი თუ რატომ უნდა წარადგინოს PCR ტესტი ვაქცინირებულმა ტურისტმა.


მეზობელ სახელმწიფოებში ეპიდვითარება საუკეთესო არაა, მაგრამ არც კატასტროფულია. რუსეთში  მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით დღიური ინფიცირების მაჩვენებლით 1 მლნ-დან - 64 ადამიანი, მე-60 ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი 1 მლნ-დან დღიურად 16 ინფიცირებულით 101-ე ადგილზეა, სომხეთი 1 მლნ-დან 14 ინფიცირებულით 106-ეზე, რაც შეეხება თურქეთს 1 მლნ-დან 93 ინფიცირებულით 46-ე ადგილს იკავებს.


ვაქცინის ერთჯერადი დოზა რუსეთში მოსახლეობის 19%-ს აქვს გაკეთებული, აზერბაიჯანში 22%-ს, სომხეთში 1%-ს და თურქეთში - 34%-ს.


ტურიზმის აღდგენა როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებზეცაა დამოკიდებული. საქართველოში კომენდანტის საათთან ერთად ერთ-ერთი პრობლემა ვაქცინაციის დაბალი ტემპიცაა. 31 მაისის მდგომარეობით სულ ჩატარებულია 139 000 აცრა, რაც მოსახლეობის 3.75%-იან მოცვას გულისხმობს, თუმცა მათგან სრულად ორჯერადად ვაქცინირებული მხოლოდ 26 100 ადამიანი, მოსახლეობის 0.7%. მძლავრი ანტივაქსერული განწყობის მიუხედავად, მოთხოვნა ვაქცინაზე მიწოდებას ბევრად აჭარბებს.


მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ტურისტების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის 50%-ს მიაღწევს. მისია რთულია. დარჩენილ თვეებშიც რომ მიაღწიოს 2019 წლის 50%-იან მაჩვენებელს ამისთვის ვიზიტორების რაოდენობამ ივნისში 350 000-ს, ივლისში 440 000-სა და აგვისტოში 500 000-ს უნდა გადააჭარბოს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up